გერბი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[სურათი:Heraldry_Society_Arms.JPG|thumb|250px|ნიმუში]]
'''გერბი''' ({{lang-ru|герб}}; {{lang-pl|herb}}; {{lang-de|Erbe}}) — ემბლემა მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ. გერბები იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: სახელმწიფო გერბი, სამიწაწყლო გერბი — შუა საუკუნეების ამქრების; საგვარეულო გერბები — თავადაზნაურული და ბურუაზიული გვარების. გერბი სპეციფიური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა — ჰერალდიკა შეისწავლის. გერბი გამოსახულია დროშაზე, მონეტებზე და სხვ. [[საქართველო]]ში უძველესი დროიდან იქმნება ებლემები ([[ლომი]], [[გველეშაპი]], [[არმაზი|მთვარის ღვთაება]] — შემდეგში [[წმ. გიორგი]], [[ჯვარი]] წრეში და სხვ.), რომლებმაც შემდეგ ჰერალდიკური მნიშვნელობა მიიღეს. [[XVI საუკუნე|XVI ს-ის]] საბუთზე არის სამეფო საბეჭდავის საგერბო ანაბეჭდი; [[ვახტანგ VI]]-ის [[დროშა]]ზე ([[1711]] წ.) გამოსახულია [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] გერბის ემბლემები, დაკავშირებულია [[ბიბლია|ბიბლიური]] მეფის [[დავითი]]ს ლეგენდასა და [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოვლის]] თქმულებასთან; [[XVII საუკუნე|XVII]]—[[XVIII საუკუნე]]ებისაა [[აღმოსავლეთაღმოსავლეთი საქართველო]]ს კათალიკოსთა საბეჭდავები სვეტიცხოვლის თქმულების ამსახველი ემბლემით. [[ვახუშტი ბაგრატიონი|ვახუშტის]] ნაშრომში მოთავსებულია ქართული სამეფოებისა და სამთავროების გერბები.
 
{{ესკიზი}}