გერბი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ორთოგრაფია)
[[სურათი:Heraldry_Society_Arms.JPG|thumb|250px|ნიმუში]]
'''გერბი''' ({{lang-ru|герб}}; {{lang-pl|herb}}; {{lang-de|Erbe}}) — ემბლემა მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ. გერბები იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: სახელმწიფო გერბი, სამიწაწყლო გერბი — შუა საუკუნეების ამქრების; საგვარეულო გერბები — თავადაზნაურული და ბურუაზიული გვარების. გერბი სპეციფიური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა — ჰერალდიკა შეისწავლის. გერბი გამოსახულია დროშაზე, მონეტებზე და სხვ. საქართველოში უძველესი დროიდან იქმნება ებლემები (ლომი, გველეშაპი, მთვარის ღვთაება — შემდეგში [[წმ. გიორგი]], [[ჯვარი]] წრეში და სხვ.), რომლებმაც შემდეგ ჰერალდიკური მნიშვნელობა მიიღეს. XVI ს-ის საბუთზე არის სამეფო საბეჭდავის საგერბო ანაბეჭდი; [[ვახტანგ VI]]-ის დროშაზე ([[1711]] წ.) გამოსახულია ბაგრატიონთა გერბის ემბლემები, დაკავშირებულია ბიბლიური მეფის დავითის ლეგენდასა და სვეტიცხოვლის თქმულებასთან; XVII—XVIII საუკუნეებისაა აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსთა საბეჭდავები სვეტიცხოვლის თქმულების ამსახველი ემბლემით. ვახუშტის ნაშრომში მოთავსებულია ქართული სამეფოებისა და სამთავროების გერბები.
 
{{ესკიზი}}