გერბი: განსხვავება გადახედვებს შორის

ზომა არ შეცვლილა ,  11 წლის წინ
ორთოგრაფია
(ბოტის დამატება: be, be-x-old, hif, sq, th, tr შეცვლა: es)
(ორთოგრაფია)
[[სურათი:Heraldry_Society_Arms.JPG|thumb|250px|ნიმუში]]
'''გერბი''' ({{lang-ru|герб}}; {{lang-pl|herb}}; {{lang-de|Erbe}}) — ემბლემა, მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ. გერბები იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: სახელმწიფო გერბი, სამიწაწყლო გერბი — შუა საუკუნეების ამქრების; საგვარეულო გერბები — თავადაზნაურული და ბურუაზიული გვარების. გერბი სპეციფიური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა — ჰერალდიკა შეისწავლის. გერბი გამოსახულია დროშაზე, მონეტებზე და სხვ. საქართველოში უძველესი დროიდან იქმნება ებლემები (ლომი, გველეშაპი, მთვარის ღვთაება — შემდეგში წმ. გიორგი, ჯვარი წრეში და სხვ.), რომლებმაც შემდეგ ჰერალდიკური მნიშვნელობა მიიღეს. XVI ს-ის საბუთზე არის სამეფო საბეჭდავის საგერბო ანაბეჭდი; ვახტანგ VI-ის დროშაზე (1711 წ.) გამოსახულია ბაგრატიონთა გერბის ემბლემები, დაკავშირებულია ბიბლიური მეფის დავითის ლეგენდასა და სვეტიცხოვლის თქმულებასთან; XVII—XVIII საუკუნეებისაა აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსთა საბეჭდავები სვეტიცხოვლის თქმულების ამსახველი ემბლემით. ვახუშტის ნაშრომში მოთავსებულია ქართული სამეფოებისა და სამთავროების გერბები.
 
{{ესკიზი}}
ანონიმური მომხმარებელი