რუთ პერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|jaba1977}} {{ლიდერი | სახელი = რუთ სანდო ფანბულე პერი | ქმარ...
 
No edit summary
ხაზი 15:
| რიგი = [[ლიბერიის პრეზიდენტი]]
}}
'''რუთ სანდო ფანბულე პერი''' (დ.[[16 ივლისი]], [[1939]], [[გრანდ-კეიპ-მაუნტი]], ლიბერია)- [[ლიბერია|ლიბერიის]] სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიბერიის დროებითი სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ([[1996]]-[[1997]]). დაიბადა იურისტების ოჯახში. ლიბერიის სანტა ტერეზას სახელობის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ლიბერიის უნივერსიტეტში და მიიღო იურისტის დიპლომი და მასწავლებლის წოდება.
 
 
== კარიერა ==
 
მისი პოლიტიკური კარიერა [[1980]] წელს დაიწყო როდესაც გახდა ლიბერიის ისტორიაში პირველი სენატორი ქალი, ამავე წელს ლიბერიაში სამხედრო გადატრიალება მოხდა. პრეზიდენტ [[უილიამ ტოლბერტი]]ს ხელისუფლება დაამხო [[სამუელ დოუ]]ს შეიარაღებულმა რაზმმა, ქვეყანაში მისი დიქტატურა დამყარდა. გააუქმა [[კონსტიტუცია]] და თავისი უამრავი მოწინააღმდეგე სიცოცხლეს გამოასალმა. რუთ პერი მისდამი დაპირისპირებულთა ბანაკში აღმოჩნდა. ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ რაც დოუმ მრავალცოლიანობის დაკანონება გადაწყვიტა. ქალბატონმა სენატორმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია დიქტატორს და აჯობა კიდეც კანონი მრავლცოლიანობის შესხებ დაწუნებულ იქნა. [[1990]] წელს სამუელ დოუს ხელისუფლებაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაემხო. 1996 წლამდე ქვეყანაში საკმაოდ არეული იყო პოლიტიკური სიტუაცია. სახელმწიფოს მმართველის პოსტზე ერთმანეთს ცვლიდნენ სამხედრო პირები. 1996 წლის [[აგვისტო]]ში მოიწონეს სახელმწიფო საბჭოს ახალი შემადგენლობა რომელსაც თავჯდომარეობდა სწორედ ექსსენატორი ქალბატონი რუთ სანდო პერი. ახალმა საბჭომ ფუნქციონირება დაიწყო 3 სექტემბერს შესაბამიად რუთ პერიმაც სახელმწიფოს მეთაურის პოსტი 1996 წლის [[3 სექტემბერი|3 სექტემბერს]] ჩაიბარა. როდესაც დადგა საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციულ სასახლეში გადასვლისა რუთ პერიმ უარი განაცხადა და ცხოვრება გააგრძელა [[დედაქალაქი]]დან საკმაოდ მოშორებით მდებარე საკუთარ ქოხში. [[1997]] წლის ივნისში მან რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა და 1997 წლის [[2 აგვისტო]]ს, მმართველობის ზუსტად 11 თვის თავზე ხელისუფლება გადასცა ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ჩარლზ ტაილორს. თვითონ კი აწ უკვე პრეზიდენტყოფილმა ცხოვრება თავის ბუნგალოში გააგრძელა. მის მიერ მომზადებული არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთერთ ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად მიიჩნია. [[1999]] წლიდან ქალბატონი რუთ პერი [[აფრიკის ერთობის ორგანიზაცია|აფრიკის ერთობის ორგანიზაციის]] ვიცე გენერალური მდივანია.
 
 
== ფემინისტური მოღვაწეობა==
 
ქალბატონი პერი აქტიურად მონაწილეობდა [[ფემინიზმი|ფემინისტური]] ორგანიზაციების მუშაობაში. 1997 წელს მაისში მონაწილეობა მიიღო [[აბუჯა]]ს კონფერენციაზე რომელსაც “პირველი ქალბატონების სამიტი” ეწოდა. ამ სამიტზე მონაწილეებს ესაუბრა თავისი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე, ისაუბრა ქვეყნის მომავალზე, შეეხო ბავშვთა უფლებებსაც. მან აღნიშნა, რომ იგი როგორც დედა (მას ხომ 7 შვილი ჰყავს) ვალდებულია იზრუნოს ბვშვების მომავალზე, რაც მისი საქმიანობის პრიორიტეტია, რადგანაც, როგორც გამოკვლევებიდან ირკვევა ქვეყანაში ლიბერიის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომის]] დროს ორივე დაპირისპირებული მხარის 70 %-ს 15 წლის მოზარდები შეადგენდნენ.
 
 
== ჯილდოები ==
 
ქალთა უფლებების და მშვიდობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის ქალბატონი პერი დაჯილდოვებულია როგორც თავისი ქვეყნის ასევე აშშ-ს ფულადი პრემიებით და ჯილდოებით.
 
{{ესკიზი-ლიბერია}}
 
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი | წინამორბედი=[[ვილტონ სანკავულო]] | ტიტული=[[ლიბერიის პრეზიდენტი]]<br> | წლები=[[1996]] &ndash; [[1997]] <br>| შემდეგი=[[ჩარლზ ტეილორი]]}}
{{დაასრულე ყუთი}}
 
{{DEFAULTSORT:პერი, რუთ სანდო}}
[[კატეგორია:ლიბერიის პრეზიდენტები]]
[[კატეგორია:ლიბერიელი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1939]]
[[კატეგორია:პოლიტიკოსი ქალები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუთ_პერი“-დან