აბდულა-ბეგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
'''აბდულა-ბეგი''', ''არჩილი'', ქართლის მეფის [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] (ალიყული-ხანის) ძე, სამეფო ტახტის პრეტენდენტი. [[1737]] წელს აბდულა-ბეგი ირანელებმა ქართლის გამგებლად (ნაიბად) დანიშნეს, მაგრამ იმავე წელს უკან გაიწვიეს. 40-იანი წლების დამდეგს ნომინალურად ისევ ქართლის გამგებლად ითვლებოდა, ფაქტობრივად კი თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩეველი იყო. [[1744]] წელს, ქართლში [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-ისა]] და კახეთში [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] გამეფების შემდეგ საუფლისწულოდ გადასცეს ქვემო ქართლი. [[1747]] წელს თეიმურაზ II ირანს გაემგზავრა და ქართლის მმართველობა ერეკლე II-ს დაავალა, ხოლო აბდულა-ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა-ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში - სამშვილდის ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი ყიზილბაშები და ერეკლე II-ს შეებრძოლა. ბრძოლა მთელ წელიწადს გაგრძელდა და [[1748]] წელს ერეკლეს გამარჯვებით დამთავრდა.
 
{{ბიო}}
{{ისტორია}}
[[კატეგორია:ირანის ისტორია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აბდულა-ბეგი“-დან