სილვი კინიგი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(ახალი გვერდი: {{მუშავდება|jaba1977}} {{ლიდერი | სახელი = სილვიე კინიგი | ქმარი = | სურათ...)
 
No edit summary
}}
'''სილვიე კინიგი''' - [[ბურუნდი]]ს პოლიტიკური მოღვაწე, [[პრემიერ-მინისტრი]] და დროებითი [[პრეზიდენტი]] ([[1993]]-[[1994]]). დაიბადა [[ბუჟუმბურა]]ს პროვინციაში, ეთნიკურად ეკუთვნის [[ტუტსი]]ს ტომს. 1993 წლის [[10 ივლისი|10 ივლისს]] ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა [[მელშიორ ნდადაიე]]მ, რომელიც [[ხუტუ]]ს ტომს ეკუთვნოდა ტუტსის ტომელი სილვიე კინიგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ორ ტომს შორის შერიგების სიმბოლოდ მიიღო, მაგრამ 1993 წლის [[21 ოქტომბერი|21 ოქტომბერს]] ყველაფერი აირია. დაიწყო [[ბურუნდის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომი]]. ტუტსის ეთნიკურმა ჯგუფმა პრეზიდენტი და მისი 6 მინისტრი დაატყვევა და სასტიკი წამების შემდეგ ამოხოცა. პრეზიდენტის პოსტი შვიდი დღის განმავლობაში ეკავა [[ფრანსუა ნგეზე]]ს. პრემიერ-მინისტრმა კინიგიმ კი გადაწყვიტა [[ემიგრაცია]]ში წასვლა და [[საფრანგეთი]]ს საელჩოს მიმართა თხოვნით მიეცათ თავშესაფარი, თუმცა პასუხის მიღებამდე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ იგი ბურუნდის დროებით პრეზიდენტად დაამტკიცა. პარალელურად კი ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც ბურუნდის ყოფილმა პრეზიდენტებმა [[პიერ ბუიოია]]მ და [[ჟან ბატისტ ბაგაზა]]მ მისი მხარე დაიკავეს ასეთ რთულ ვითარებაში. 1994 წლის [[5 თებერვალი|5 თებერვალს]] იგი პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა [[სიპრიენ ნტარიამირა]]მ. [[7 თებერვალი|7 თებერვალს]] სილვიე კინიგიმ პრემიერ-მინისტრის პოსტიც დასთმო და იგი დაიკავა ტუტსის ტომის წარმომადგენელმა [[ანატოლი კანიენკიკო]]მ. სახელმწიფო საქმეებს დაშორებული ქალბატონი კინიგი სამუშაოდ გადავიდა საბანკო სექტორში და მუშაობა გაგრძელა თავისი პროფესიის შესაბამისად, ხოლო [[2004]] წლიდან მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივ წარმომადგენლობაში.
 
{{პოლიტიკოსი}}
 
{{დაიწყე ყუთი}}
{{მემკვიდრეობის ყუთი | წინამორბედი=[[ფრანსუა ნგეზე]] | ტიტული=[[ბურუნდის პრეზიდენტი]]<br> | წლები=[[1993]] &ndash; [[1994]] <br>| შემდეგი=[[სიპრიენ ნტარიამირა]]}}
{{დაასრულე ყუთი}}
 
{{DEFAULTSORT:კინიგი, სილვიე}}
[[კატეგორია:ბურუნდის პრეზიდენტები]]
[[კატეგორია:ბურუნდელი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1953]]
[[კატეგორია:პოლიტიკოსი ქალები]]
 
 
[[de:Sylvie Kinigi]]
[[et:Sylvie Kinigi]]
[[fr:Sylvie Kinigi]]
[[sv:Sylvie Kinigi]]