სილვი კინიგი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მუშავდება|jaba1977}} {{ლიდერი | სახელი = სილვიე კინიგი | ქმარი = | სურათ...
(განსხვავება არ არის)

20:09, 4 თებერვალი 2009-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

სილვიე კინიგი
ბურუნდის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ოქტომბერი 1993 – 5 თებერვალი 1994
წინამორბედიფრანსუა ნგეზე
მემკვიდრესიპრიენ ნტარიამირა

დაბადებული1953
მუგოისი ბურუნდი

სილვიე კინიგი - ბურუნდის პოლიტიკური მოღვაწე, პრემიერ-მინისტრი და დროებითი პრეზიდენტი (1993-1994). დაიბადა ბუჟუმბურას პროვინციაში, ეთნიკურად ეკუთვნის ტუტსის ტომს. 1993 წლის 10 ივლისს ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა მელშიორ ნდადაიემ, რომელიც ხუტუს ტომს ეკუთვნოდა ტუტსის ტომელი სილვიე კინიგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ორ ტომს შორის შერიგების სიმბოლოდ მიიღო, მაგრამ 1993 წლის 21 ოქტომბერს ყველაფერი აირია. დაიწყო სამოქალაქო ომი. ტუტსის ეთნიკურმა ჯგუფმა პრეზიდენტი და მისი 6 მინისტრი დაატყვევა და სასტიკი წამების შემდეგ ამოხოცა. პრეზიდენტის პოსტი შვიდი დღის განმავლობაში ეკავა ფრანსუა ნგეზეს. პრემიერ-მინისტრმა კინიგიმ კი გადაწყვიტა ემიგრაციაში წასვლა და საფრანგეთის საელჩოს მიმართა თხოვნით მიეცათ თავშესაფარი, თუმცა პასუხის მიღებამდე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ იგი ბურუნდის დროებით პრეზიდენტად დაამტკიცა. პარალელურად კი ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც ბურუნდის ყოფილმა პრეზიდენტებმა პიერ ბუიოიამ და ჟან ბატისტ ბაგაზამ მისი მხარე დაიკავეს ასეთ რთულ ვითარებაში. 1994 წლის 5 თებერვალს იგი პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა სიპრიენ ნტარიამირამ. 7 თებერვალს სილვიე კინიგიმ პრემიერ-მინისტრის პოსტიც დასთმო და იგი დაიკავა ტუტსის ტომის წარმომადგენელმა ანატოლი კანიენკიკომ. სახელმწიფო საქმეებს დაშორებული ქალბატონი კინიგი სამუშაოდ გადავიდა საბანკო სექტორში და მუშაობა გაგრძელა თავისი პროფესიის შესაბამისად, ხოლო 2004 წლიდან მუშაობს გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივ წარმომადგენლობაში.