ფანტასტიკური სიმფონია (ბერლიოზი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:Berliozpaint.gif|thumb|right|ჰექტორ ბერლიოზი]]
[[სურათი:Berliozs manuscript of first page of Symphonie Fantastique.jpg|thumb|right|ფანტასტიკური სიმფონიის ხელნაწერი]]
'''ფანტასტიკური სიმფონია''' ([[ფრანგ.]] ''Symphonie fantastique'') [[ჰექტორ ბერლიოზი]]ს შემოქმედებაში საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. ამავე დროს ფრანგული პროგრამული სიმფონიის ერთ-ერთი შესანიშნავი ქმნილებაა. სიმფონია ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ბერლიოზმა იგი მაშინ დაწერა, როცა შეყვარებული იყო ცნობილ ინგლისელ მსახიობზე - [[ჰარიეტ სმიტსონი|ჰარიეტ სმიტსონზე]]. ამას მოწმობს სიმფონიის ქვესათაურიც - ”ეპიზოდი მსახიობის ცხოვრებიდან”. სიმფონიის მხატვრული ღირსება ავტობიოგრაფიულ შინაარსზე უფრო ფართოა. იგი მსოფლიო [[რომანტიზმი|რომანტიკული ეპოქის]] ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ”ფანტასტიკური სიმფონის” ბერლიოზის ეპოქის შესანიშნავი ძეგლიცაა, რომელიც გადაგვიშლის მე-19 საუკუნის 20-ანი წლების ბერლიოზის თანამედროვეთა სულიერ სამყაროს. ხუთივე ნაწილი შექმნილი და შთაგონებულია მისივე მგზნებარე სიყვარულის ისტორიით, გაერთიანებულია ერთი თემით - ლეიტმოტივით. ეს არის სატრფოს სახე, რომელსაც კომპოზიტორმა ”აკვიატებული იდეა” უწოდა. საინტერესოა სიმფონიის ახალი მხატვრული ჩანაფიქრი, სადაც გმირის ფიქრები და განცდები წარმოგვიდგებიან მუსიკალური სახეების საშუალებებით. თვით შეყვარებულთა მუსიკალური სახე წარმოადგენს მელოდიას. აქ წამყვანი როლი ენიჭება ლეიტთემიანობას. სატრფოს ლეიტთმა სიმფონიის ნაწილებში განიცდის სხვადასხვა ტემბრულ ცვლილებებს.