ანანასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
სურათი
ხაზი 1:
[[სურათი:Ananasplanzeანანასი.jpg|300px|thumb|ანანასი (''Ananas'')]]
'''ანანასი''' (Ananas), ტროპიკული ბალახოვან მცენარეთა გვარი [[ბრომელიისებრნი|ბრომელიისებრთა]] ოჯახისა. 80 სმ-მდე სიგრძის ხორცოვანი, ფართოხაზური, კიდეეკლებიანი ფოთოლი და ოქროსფერ-ყვითელი, გირჩისებრი მოზრდილი ნაყოფედი აქვს. ტროპიკულ ამერიკაში ანანასის 5-6 სახეობა ხარობს. განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული ნამდვილი ანანასი (Ananas comosus ანუ Ananas sativus). ანანასის კულტურული ჯიშების მომჟავო-ტკბილი არომატული ნაყოფედი 2-იდან 15 კგ-მდე იწონის, უთესლოა, შეიცავს (%-ებით): 86,1 წყალს, 4,5 ინვერსირებულ შაქარს, 6,9 საქაროზას, 0,41 აზოტოვან ნივთიერებას, 0,52 მჟავებს, 0,42 ნაცარს. იჭმევა ნედლიცა და დაკონსერვებულიც. მისგან აკეთებენ მურაბას, კანფეტს. ფილიპინის კუნძულებსა და ტაივანზე Ananas sativus-ის ფოთლებისაგან ამზადებენ სართავ ბოჭკოს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანანასი“-დან