ფრიგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: thumb|ფრიგია '''ფრიგია''' — ფრიგიელებით დასახ...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Turkey ancient region map phrygia.gif|thumb|ფრიგია]]
'''ფრიგია''' — ფრიგიელებით დასახლებული ძველი ქვეყანა [[მცირე აზია|მცირე აზიის]] შუაგულში, [[კაპადოკია]]სა და [[ლიდია|ლიდიის]] შორის, თუმცა, ესაა "დიდი ფრიგია". მითებსა და ლეგენდებში საბერძნეთისთვის უფრო ცნობილ "მცირე ფრიგიას" მოიხსენიებენ.
 
== ისტორია ==
 
დასახელება ფრიგია ფრიგიელების სახელწოდებისგან წარმოსდგება, რომლებიც მაკედონიის ტერიტორიიდან აქ ძვ.წ. 1200 წელს გამოსახლებულან. უფრო აღმოსავლეთით გადასულმა ფრიგიელებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან შერევით, [[სომხები]]ს ეთნოსი ჩამოაყალიბეს. დროთა ვითარებაში ფრიგიამ [[კარია]], [[ლიდია]], [[მიზია]], [[გალათია]], [[ლიკოანია]] და [[პისიდია]] შეიერთა.
 
მთიანი ფრიგიის მთავარ ქალაქებად [[ტირემი]] და [[ფილომელი]] მიიჩნეოდა. პისიდიური ფრიგიის უმთავრესი ქალაქ კი [[პისიდიური ანტიოქია]] იყო. [[ბიზანტია|ბიზანტიის იმპერიაში]] ქვეყანა ორი სახელდებით სარგებლობდა: ფრიგია პირველი და ფრიგია მეორე. [[თემი|თემებად]] დაყოფისას ფრიგიის სახელი საერთოდ ქრებოდა და ოფსიკიანისა და [[ანატოლია|ანატოლიის]] თემებად იწოდებოდა. ფრიგიულმა ტომებმა მცირე აზიის დასავლეთი ნაწილის დასახლებით განსაკუთრებული სახელმწიფო ჩამოაყალიბა. დღემდე შემოჩენილია ფრიგიელთა მხოლოდ ორი მეფის [[მიდასი]]სა და [[გორგი]]ს სახელები.
 
ჩვენს ერამდე VI საუკუნის დამდეგს ფრიგიის ნაწილი ლიდიის მეფე [[გიგესი|გიგესმა]] დაიპყრო, ამავე საუკუნის შუა წლებში კი მთელი ფრიგია [[კრესოსი]]ს მფლობელობაში აღმოჩნდა.
მისგან ფრიგია სპარსების ხელში გადავიდა, სპარსებს კი [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე დიდმა]] წაართვა. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ფრიგია ლიზიმაქესა და [[სელევკიდები|სელევკიდებს]] ჩაუვარდათ ხელთ. ამის მერე პერგამოსის სამეფოს შემადგენლობაშია 189 წლამდე ძვ.წ. გარკვეული პერიოდი [[მითრიდატე პონტოელი|მითრიდატე პონტოელს]] ეკუთვნოდა, შემდეგ კი რომაელებს. რომაელებმა თავდაპირველად ფრიგია განსაკუთრებულ პროვინციად აქციეს, შემდეგ, ჯერ კიდევ [[რომის რესპუბლიკა|რესპუბლიკის]] დროს, მცირე აზიის ნაწილად. ამდროიდან ფრიგიის ისტორია მცირე ზიის ისტორიას შეერწყმის.
 
 
== განვითარება ==
 
== ვაჭრობა ==
 
 
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრიგია“-დან