ხევის კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ხევის კავკასიონი''' - საქართველოს კავკასიონის მონაკვეთი. ...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Caucasusofkhevi.JPG|thumb|300px|ხევის კავკასიონის ერთერთი მონაკვეთი]]'''ხევის კავკასიონი''' - [[საქართველო]]ს [[კავკასიონი]]ს მონაკვეთი. მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, მოიცავს [[მდინარე]] [[თერგი]]ს ზემო დინების აუზს. ხევის კავკასიონის სამხრეთ საზღვარი გასდევს კავკასიონის მთავარი ქედის თხემს მწვერვალ [[ზილგახოხი]]დან (დასავლეთით) მწვერვალ [[ჭაუხი|ჭაუხამდე]] (აღმოსავლეთით), ჩრდილოეთით - მიუყვება ხოხის ქედს, გადაკვეთს თერგის ხეობას და ადის მდინარეების [[ხდე|ხდისა]] და [[არმხა|არმხის]] (თერგის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფზე, აღმოსავლეთით ხევის კავკასიონის საზღვარი [[შავანის ქედი|შავანის ქედს]] გაუყვება, შემდეგ- მდინარეების [[ჯუთა|ჯუთის]]ა ([[სნოსწყალი|სნოსწყლის]] ზემო დინება) და [[როშკისწაყლი|როშკისწყლის]] ([[ხევსურეთის არაგვი]]ს მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფს. დასავლეთ საზღვარი მდინარეების თერგისა და ზაქის წყალგამყოფია ზილგახოხისა და სივერაუტის მწვერვალებს შორის.
ხევის კავკასიონი აგებულია უმთავრესად იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და მერგელებით. ეს ნალექები გამსჭვალულია დიაბაზის ინტრუზიული ძარღვებით. მნიშვნელოვნადაა გავრცელებული [[პალეოზოური ერა|პალეოზოური]] გრანიტები, გნაისები და დიორიტები, მეოთხეული ეფუზივები, მყინვარული ნაფენები და დელუვიონი. ხევის კავკასიონის ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთა (მწვერვალები: ზილგახოხი, [[ყადლასანი]], [[ლაღზწითი]], [[ლაგათისარი]], [[ხორისარი]], [[ნარვანხოხი]], [[სადუცია]], [[ქვენამთა]]; უყელტეხილები: [[ურუსთა|ურუსთის]], [[ჯვრის ურელტეხილი|ჯვრის]] , გუდამაყრის). ჩრდილოეთით აღმართულია [[ხოხის ქედი]] (მწვერვალები: [[სივერაუტი]], [[ჯიმარა]], [[სუათისი]], [[მაილი]], [[მყინვარწვერი]]). მაღალია აგრეთვე [[შავანის ქედი|შავანისა]] და [[ყუროს ქედი|ყუროს ქედები]]. ხევის კავკასიონის სხვა ოროგრაფიული ერთეულებია: მდინარე თერგის ხეობა (ზემო წელში თრუსოს, [[სტეფანწმინდა]]ს ქვემოთ ე.წ. [[დარიალის ხეობა]]), ყაზბეგისა და [[სნო]]ს ქვაბულები. აქ გაბატონებულია ტექტოგენურ-ეროზიული მაღალმთიანი [[რელიეფი]]. ფართოდ არის გავრცელებული ახალგაზრდა ვულკანური რელიეფი, მყინვარული და ხვა ფორმებიც.
ხევის კავკასიონს ახასიათებს [[ჰავა|ჰავის]] სიმაღლებრივი ზონალურობა. სოფელ [[კობი]]ს ქვემოთ, 1740-1960 [[მეტრი]]ს ფარგლებში, ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ცივი [[ზამთარი]] და ხანგრძლივი გრილი [[ზაფხული]], საშუალო წლიური ტემპერატურა 2,8 დან 4,9-მდეა. აბსოლიტური მინიმუმი -34, აბსოლიტური მაქსიმუმი 29-32. უფრო ზემოთ ზომიერად ცივზამთრიანი და მოკლეზაფხულიანი ჰავაა, მაღლა მას ცვლის მაღალმთის ზომიერად ნოტიო ჰავა, სადაც ნამდვილი ზაფხული არ იცის. ყვალაზე მაღალ ადგილებში კი მუდმივთოვლიან-მყინვარებიანი მაღალმთის ჰავაა.