კოტე მარჯანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
 
 
1909 წლიდან მოსკოვის კ. ნეზლობინის თეატრის რეჟისორი იყო. ამ პერიოდში [[სუმბათაშვილ-იუჟინი, ალექსანდრე | ა. სუმბათაშვილთან]] ერთად აქტიურ დახმარებას უწევდა ქართველ რეჟისორებს[[ შალიკაშვილი, ვალერიან | ვ.შალიკაშვილს]], [[წუწუნავა, ალექსანდრე | ა.წუწუნავას]] და[[ მჭედლიშვილი, ვახტანგ | ვ. მჭედლიშვილს]], რომლებიც მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიაში სწავლობდნენ. მოსკოვში მონაწილეობდა ქართული დრამატული სტუდიის შექმნაში. 1910-1913 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში, სადაც დადგა [[ჰამსუნი, კნუტ | კ. ჰამსუნის]] "ცხოვრების ბრჭყალებში" (1911), [[ბსენიიბსენი, ჰენრიკ იოჰან | ჰ. იბსენის]] "პერ გიუნტი" (1912); მონაწილეობა მიიღო [[დოსტოევსკი, თედორე | თ.დოსტოევსკის]] "ძმები კარამაზოვების" დადგმაში (1910), და [[კრეგი, ჰენრი ედუარდ გორდონ | ჰ. კრეგის]] დადგმის "ჰამლეტის" განხორციელებაში. 1913 მარჯანიშვილმა მოსკოვში დააარსა "თავისუფალი თეატრი", სადაც თეატრალურ რუტინას დაუპირისრა სინთეზური თეატრის პრინციპი, ცდილობდა აღეზარდა ყოველმხრივ განვითარებული მსახიობი, რომელიც გამოვიდოდა ოპერაში, დრამაში, პანტომიმაში. თეატრმა მხოლოდ ერთი სეზონი (1913-1914) იარსება.
 
მარჯანიშვილმა აქ დადგა: [[მუსორგსკი, მოდესტ | მ. მუსორგსკის]] ოპერა "სოროჩინცის ბაზრობა", [[ოფენბახი, ჟაკ | ჟ. ოფენბახის]] ოპერეტა "მშვენიერი ელენე", შნიცლერ-დონანის პანტომიმა "პიერეტას საბურველი" და სხვა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა თეატრებს დონის როსტოვში (1914-1915), "ბუფის" (1916-1917) და მინიატიურების თეატრს (1917-1918) პეტროგრადში. 1919 წელს მარჯანიშვილმა კიევში, სოლოვცოვის თეატრში, დადგა [[ვეგა კარპიო ლოპე ფელიქს დე | ლოპე დე ვეგას]] დრამა "ცხვრის წყარო", ეს დადგმა შევიდა საბჭოთა თეატრის ისტორიაში, როგორც პირველი საბჭოთა სპექტაკლი. [[1920]] წელს მარჯანიშვილმს პეტროგრადში დააარსა კომიკური ოპერის თეატრი, რომელშიც საინტერესო დადგმები განახორციელა. [[1922]] წელს მარჯანიშვილი [[საქართველო | საქართველოში]] დაბრუნდა და საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა თეატრს. მან სათუთად შემოინახა რევოლუციამდელი ქართული თეატრის დემოკრატიული და რეალისტური ტრადიციები, გაამდიდრა ისინი რევოლუციური იდეებით.