კოტე მარჯანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[1928]] წელს ქუთაისში დაარსა დრამატული თეატრი მე-2 სახელმწიფო თეატრის სახელწოდებით. 2 სეზონის შემდეგ (1928-1930) თეატრი თბილისში გადმოვიდა. მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს გარდაცვალებამდე (გარდაცვალების შემდეგ,[[ 1933]], თეატრს მარჯანიშვილის სახელი ეწოდა). აქ მარჯანიშვილმა დადგა: [[ტოლერი, ერნსტ | ე.ტოლერის]] "ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ!" (1928), [[შოუ, ჯორჯ ბერნარდ | ბ. შოუს]] "წმინდა ქალწული" (1928); კარპიო ლოპე ფელიქს დე | ლოპე და ვეგას "ცხვრის წყარო" (1928), [[დადიანი, შალვა | შ. დადიანი]] "კაკალგულში" (1928); [[გუცკოვი, კარლ | კ. გუცკოვის]] "ურიელ აკოსტა" (1929), [[კაკაბაძე, პოლიკარპე |პ. კაკაბაძის]] "ყვარყვარე თუთაბერი" (1929),[[ ბუხნიკაშვილი, გრიგოლ | გ. ბუხნიკაშვილის]] "კი მაგრამ..." (1930), [[შელი, პერსი | პ. შელის]] "ბეატრიჩე ჩენჩი" (1930), [[ოლეშა, იური | ი. ოლეშას]] "სამი ბღენძი" (1931), [[კალაძე, კარლო | კ. კალაძის]] "სახლი მტკვრის პირას" (1931), [[აფინოგენოვი, ალექსანდრე | ა. აფინოგენოვის]] "შიში" (1932), [[შექსპირი, უილიამ | უ. შექსპირის]] "ოტელო" (1932), [[ანტონოვი, ზურაბ | ზ. ანტონოვის]] "მზის დაბნელება საქართველოში" (1933) და სხვა.
 
1930 წელს მე-2 სახელმწიფო თეატრმა მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით ჩაატარა გასტროლები მოსკოვსა და ხარკოვში. ეს იყო ქართული თეატრის პირველი გასტროლები საქართველოს გარეთ. მარჯანიშვილმა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგა: [[ვაგნერი, ვილჰელმ რიჩარდრიხარდ | რ. ვაგნერის]] "ლოენგრინი" (1924), [[არაყიშვილი, დიმიტრი | დ. არაყიშვილის]] "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1923), [[ფალიაშვილი, ზაქარია | ზ. ფალიაშვილის]] "დაისი" (1924), [[როსინი, ჯოაკინო ანტონიო | ჯ. როსინის]] "ვილჰელმ ტელი" (1931) და სხვა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში მოსკოვში დადგა [[შილერი, ფრიდრიხ | ფ. შილერის]] "დონ კარლოსი" (1933; მოსკოვის მცირე თეატრი), [[შტრაუსი, იოჰან (შვილი)შტრაუს II | ი. შტრაუსის]] ოპერეტა "ღამურა" (1933; მოსკოვის ოპერეტის თეატრი) და სხვა.
 
მარჯანიშვილის სახელი მინიჭებული აქვს აგრეთვე ყვარლის სახალხო თეატრს. ყვარელში, მარჯანიშვილის სახლში გახსნილია მემორიალური მუზეუმი. დაწესებულია მარჯანიშვილის სახელობის პრემია.
3 212

რედაქტირება