მტკვარ-არაქსის კულტურა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სექციები
ხაზი 6:
 
==ისტორია==
მიწათმოქმედებისა და [[მესაქონლეობა|მესაქონლეობის]] დაწინაურებამ, სპილენძის[[სპილენძი]]ს მეტალურგიის განვითარებამ და საერთო ტექნიკურმა პროგრესმა განაპირობა იმდროინდელი საზოგადოების წინსვლა. [[მატრიარქატი]] თანდათან პატრიარქატით[[პატრიარქატი]]თ შეიცვალა და დაიწყო [[გვაროვნული საზოგადოება|გვაროვნული საზოგადოების]] დაშლის ხანგრძლივი პროცესი. ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენის ქვეშ მოიქცა თითქმის მთელი აღმოსავლეთი [[ანატოლია]], ჩრდილოეთ-დასავლეთი [[ირანი]]. ამ კულტურის ელემენტები ჩანს აგრეთვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, [[სირია]]-პალესტინაში[[პალესტინა]]ში ([[ხირბეთ-ქერაქის კულტურა]]). მტკვარ-არაქსის კულტურას გარკვეული კავშირი ჰქონდა ევროპის სხვადასხვა კულტურასთანაც.
 
მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე მიწათმოქმედებაში მომხდარი პროგრესი ჯერ კიდევ ნაკლებად შეიმჩნეოდა — მიწას ძირითადად ქვის იარაღით ამუშავებდნენმამუშავებდნენ. მესაქონლეობაში წამყვანი ადგილი [[მსხვილი რქოსანი საქონელი|მსხვილ რქოსან საქონელს]] ეკავა. სამოსახლოები ძირითადად განლაგებული იყო მიწათმოქმედებისათვის ხელსაყრელი ზომიერი კლიმატის ზოლში. ტექნიკური პროგრესის შედეგად წარმოებაში მომხდარი ცვლილებები [[თიხა|თიხის]] ნაწარმის დამზადებაში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ მტკვარ-არაქსის კულტურას თავისებურ სახეს სწორედ [[კერამიკა]] აძლევს, რომელიც მისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს კულტურის არსებობის მთელ მანძილზე ინარჩუნებს. კერამიკისათვის დამახასიათებელია მხრიდან ყელზე მკვეთრი გადასვლა, ფართო ცილინდრული ყელი, ოდნავ გადაშლილი პირი. ნახევარსფეროსებრი ყურები უპირატესად მხართანაა მიძერწილი. ჭურჭლის ტანს ძირითადად კვერცხისებრი მოყვანილობა აქვს. გაპრიალებული ზედაპირი უმთავრესად რუხ-მოყავისფროა. ადრინდელი კერამიკა შემკულია რელიეფური სპირალით ან გრაფიკული სახეებით.
 
მეურნეობის განვითარებამ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ზრდას. ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოსათვის მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომებმა თითქმის მთელი [[ამიერკავკასია]] დაიკავეს. ინტექსიურად აითვისეს [[არარატის ველი]], მილისა[[მილი]]სა და ყარაბაღის[[ყარაბაღი]]ს მხარე, [[შიდა ქართლისქართლი]]ს ვაკე, [[ქვემო ქართლისქართლი]]ს ბარი და სხვა მხარეები. სამოსახლოდ აირჩიეს მიწათმოქმედებისათვის ვარგისი ადგილები მდინარეების მახლობლად, მთის ტერიტორიაზე, პლატოებზე და ადგილები. თანდათან დაიწყო ამ კულტურის ლოკალური ვარიანტების ჩამოყალიბების პროცესი. შესწავლილია ამ ხანის ნასოფლარები [[საქართველო]]ში ([[ქვაცხელები]] და [[ამირანის გორა]]), [[სომხეთი|სომხეთში]] ([[შენგავითი]]), აზერბაიჯანში ([[ქიუთეფე]]), ირანის აზერბაიჯანში ([[გოითეფე]], [[იანიქთეფე]]), თურქეთში ([[ქარაზ]]ი, [[ფულურუ]]) და სხვა.
 
ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურის მკვეთრი აღმავლობა. ეს პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია ამიერკავკასიაში მოსახლე ტომების ისტორიაში. საბოლოოდ ამ დროს უნდა ჩამოტალიბებულიყოჩამოყალიბებულიყო კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები. მტკვარ-არაქსის კულტურის ტომები ფართოდ გავრცელდნენ ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთაც. დაიკავეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით კავკასია გროზნოს[[გროზნო]]ს მხარის ჩათვლით, სამხრეთით — თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ურმიისპირეთი და სხვა.
 
მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავების ხანაში თანდათან დაიშალა ამ კულტურის ერთიანი ხასიათი და ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა 2 ლოკალური ვარიანტი: პირველი მოიცავდა თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს, მისი ცენტრი იყო შიდა ქართლი, მეორე — [[არარატის ველი|არარატის ველს]] მიმდებარე ოლქებითურთ. ამ ვარიანტებში ჯერ კიდევ იგრძნობა მტკვარ-არაქსის კულტურაის საერთო ტრადიციების ნიშნები. შიდა ქართლში გათხრილია ამ დროის რამდენიმე ნამოსახლარი (ქვაცხელები, [[ხიზაანთ გორა]], [[გუდაბერტყა]], ამირანის გორა და სხვა). ამ ნასოფლარებზე ცხოვრება რამდენიმე თაობის მანძილზე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. ნამოსახლარების დაგეგმარება თითქმის არ იცვლება. ამ დროის შიდა ქართლის სოფლისათვის ძირითადად დამახასიათებელია სწორკუთხა ფორმის კუთხეებმომრგვალებული სახლი, რომელიც ხის კარკასზე იყო ნაგები. შიდა გარე პირი თიხით იყო შელესილი, გადახურვა ბანური ჰქონდა. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების სხვა ადგილებში ამ ტიპის შენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თავისებულია შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კერამიკა, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით. თავისებურია აგრეთვე ჭურჭლის შემკობაც. თითქმის წრება რელიეფური ორნამენტი, ვრცელდება გრაფიკული მორთულობა.