კონიაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

(დამატება)
 
==წარმოების ტექნოლოგია==
[[ფაილი:Koniaki 2.jpg|thumb|250px|კონიაკის დაძველება]]
კონიაკის წარმოების ტექნოლოგია რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში გაუმჯობესდა და უფრო სრულყოფილი გახდა. თეთრი ყურძნის შერჩეული სახეობები (უნი ბლანი, კოლომპარი, ფოლ-ბლანში, სენტ-ემილიონი), რომელიც ოქტომბერში იკრიფება, სპეციალური მეთოდით იწურება. მიღებული წვენის დუღილი დაახლოებით, 3-4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. შედეგად, ახალგაზრდა, მშრალი ღვინო ბლან-დე-ბლანი (Blanc de Blanc) მიიღება.
კონიაკის წარმოებაში ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ეტაპი-ე.წ. გადარეკვა. ის მოსავლის აღების შემდგომ წელს, აუცილებლად, 31 მარტამდე ხდება. როგორც პირველი, ისე მეორე გადარეკვა სპეციალური აპარატის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც alambic charentais ჰქვია. ტრადიციისამებრ, ის სპილენძისგან მზადდება, რადგან ის ღვინის მჟავას უძლებს. 9 ლიტრი ღვინის გადარეკვა დაახლოებით, 1 ლიტრ კონიაკის სპირტს გვაძლევს. საწყის დისტილანტს-tetes და ბოლოს, რომელსაც guenes ჰქვია, ასხამენ, რადგან ის ბევრ არასახარბიელო ნივთიერებას შეიცავს.