ივანე კრილოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

(თარგი)
 
დაიბადა ღარიბი ოფიცრის ოჯახში. [[1782]]-იდან პეტერბურგში დასახლდა, მუშაობდა წვრილ მოხელედ. მისი პირველი ნაწარმოები - კომიკური ოპერა "მარჩიელი ქალი" (1782), მომდევნო რამდენიმე ტრაგედია და კომედია გამოირჩეოდა მამხილებელი პათოსით. [[1789]]-იდან სცემდა სატირულ ჟურნალს "პოჩტა დუხოვ", რომელიც მთავრობამ აკრძალა. იგივე ბედი ეწია [[1792]] დაარსებულ ჟურნალ "ზრიტელს". კრილოვი იძულებული გახდა პეტერბურგიდან წასულიყო.
[[image:Briullov81.JPG|thumb|right|ივანე კრილოვი, ივანე[[კარლ ბრიულოვი]]ს ნახატი]]
პირველი [[იგავ-არაკი|იგავ-არაკები]] კრილოვმა [[1806]] მოსკოვში გამოაქვეყნა. ამავე წელს დაბრუნდა პეტერბურგში. [[1807]] შექმნა სატირული კომედიები "გაკვეთილი ქალიშვილებს" და "მოდების დუქანი". [[1809]] გამოვიდა კრილოვის იგავ-არაკების კრებული; სულ 9 კრებული - 200-მდე იგავი გამოსცა. კრილოვის იგავები რეალისტური, ჭეშმარიტად ხალხური შემოქმედების ნიმუშებია, რომლებშიც იშვიათი მხატვრული ძალით, ღრმა ფსიქოლოგიური სიმართლითა და სისადავით აისახა რუსი ხალხის ყოფა და ხასიათი, მისი შეხედულებები და მისწრაფებანი. კრილოვი ქადაგებდა ჰუმანურ იდეებს, ზნეობრივ სისპეტაკეს; დასცინოდა მლიქვნელობას, სიცრუეს, უმადურობასა და სხვ. მანკიერებებს ("გუგული და მამალი", "ბუზი და მგზავრი", "ღორი მუხის ქვეშ"). დიდად აფასებდა შრომის როლს საზოგადოების განვითარებაში, ებრძოდა უსაქმურობასა და პარაზიტიზმს ("ჭრიჭინა და ჭიანჭველა", "ფუტკარი და ბუზი", "ობობა და ფუტკარი"); ქებათა ქებას ასხამდა მომავლის საკეთილდღეოდ გამიზნულ უანგარო შრომას ("მოხუცი და სამი ახალგაზრდა"). სოციალურ-პოლიტიკური საკითხებისადმი მიძღვნილ იგავ-არაკებში კრილოვიამხელებდა უქნარა თავად-აზნაურებს უპირისპირებდა მათ მშრომელი გლეხობას ("ფოთლები და ფესვები", "ბატები"), ააშკარავებდა მეფის მოხელეთა თვითნებობასა და ანგარებას ("ნადირთა ჭირი", "კვარტეტი", "გლეხი და ცხვარი"). კრილოვის უღრმესი პატრიოტიზმი გამოვლინდა [[1812]] სამამულო ომის წლებში შექმნილ იგავებში ("კატა და მზარეული", "მგელი საძაღლეში", "აღალი", "ყვავი და ქათამი").
 
3,207

რედაქტირება