კირჩხიბი (ასტროლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მცირე ვიკიფიცირება
ხაზი 22:
მთავრე, არამდგრადი მთვარე, რომელიც თავისი 28-დღიანი ციკლის დროს, 4-ჯერ იცვლის ფაზას. მისი შვილები კი ემოციური, ცვალებადი განწყობის მქონე, მგრძნობიარე ადამიანებია. როცა ისინი მთვარის დადებით ციკლში ექცევიან, ისინი ზღაპრულ კულულიან ჩვილს ჰგვანან, რომელიც განუმეორებელი იქნება, თუ კარგ ხასიათზეა, მაგრამ საშინელი — თუკი ცუდ გუნებაზეა.
 
კირჩხიბები ძალიან მორიდებული არიან და უარის უფრო მეტად ეშინიათ, ვიდევიდრე სხვა ყველა ზოდიაქოს ნიშანს ერთად. თუმცა, ისინი პატივმოყვარენი არიან, თითქმის მათი საპირისპირო ნიშნის — თხის რქასავით. მაგრამ, თხის რქისგან განხვავებით, მათი გზა წარმატებისკენ ისეთივეა, როგორიც მათი სიმბოლოსი — კიბორჩხალის. ისინი ზანტები არიან, და ნელ-ნელა უახლოვდებიან იმ მიზანს, რაც დაისახეს. შემდეგ კი, ყველაზე მოულოდნელ მომენტში, ისინი მთელ ნადავლს ითრევენ და კიბორჩხალის მსგავსად, ჩაეჭიდებიან ხოლმე მას და არაფრისდიდებით არ უშვებენ. მთვარე მართავს ქალს. ქალი-კირჩხიბები თავს საკუთარ სტიქიაში გრძნობენ, ხოლო მამაკაცები, იმის მიუხედავად მამაკაცურები არიან ისინი თუ არა, გააჩნიათ ბევრი ის თვისება, რაც ქალებს. მამაკაცი კირჩხიბები სასიყვარულო საქმეებში, სხვა ნიშნებთან შედარებით, ნაკლებად აგრესიულები არიან. თუმცა, ისინი ნაივურობის მიმზიდველ ფასადს ქმნიან, რაც ქალს პირველი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს.
 
კირჩხიბი — არის ნიშანი, რომელსაც უყვარს კომფორტი. ის ჰოროსკოპის მე-4 სახლს მართავს და ამიტომაც, სახლი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის.