უმნიშვნელო ნუგეში: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 22:
}}
'''''უმნიშვნელო ნუგეში''''' (ინგ.: Quantum of solace) ([[2008]]) არის 22-ე ფილმი [[ჯეიმს ბონდი]]ს შესახებ. ფილმი გადაღებულია [[იენ ფლემინგი]]ს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მისი რეჟისორია [[მარტინ ფორსტერი]]. ამ ფილმში ბონდი ებრძვის დომინიკ გრინს (მატიე ამალრიკი), ორგანიზაცია ''კვანტუმის'' წევრს, რომელიც ცდილობს [[ბოლივია]]ში დიდი ტერიტორიის მითვისებას და მისი წყლით მომარაგების კონტროლს. პარალელურად, ბონდი ცდილობს, შური იძიოს [[ვესპერ ლინდი]]ს მკვლელობის გამო. ამასთან, მას უჩნდება სიმპატია კამილა მონტესის (ოლგა კურილენკო) მიმართ. გადამწყვეტ მომენტში ჯეიმსი მთელ ძალ-ღონეს იყენებს, რათა გადაარჩინოს ეს უკანასკნელი ხანძრისგან - ამით იგი თითქოს ანაზღაურებს იმ ფაქტს, რომ წინა ოპერაციის შესრულებისას დაკარგა ვესპერი.
ფილმი გამოვიდა 2008 წლის 29 ოქტომბერს და ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები მიიღო. ბევრი თვლის, რომ კრეიგის მონაწილეობით გადაღებული ეს სერია არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც წინა, ''კაზინო როიალი''. თუმცა, შემქმნელები დაინტერესებულებს არწმუნებენ იმაში, რომ ეს ჯერ კიდევ ბონდის თავგადასავლების დასაწყისია და მათი მიზანია, აჩვენონ მისი ჩამოყალიბება, თითქოს ახალი დაბადება.
|