პითონები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 2:
| სახელი =პითონები
| სურათის ფაილი =Greentreepython.jpg
| სურათის წარწერა = [[მწვანე პითონი]] (
| სურათის აღწერა = [[მწვანე პითონი]] (
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი = [[ქორდიანები]]
ხაზი 19:
'''პითონები''' [[გველები]]ს ქვეოჯახი [[მახრჩობელასებრნი|მახრჩობელასებრთა ოჯახისა]] (ან დამოუკიდებელი ოჯახი). გავრცელებულია აღმოსავლეთ და, ნაწილობრივ, დასავლეთ ([[ცენტრალური ამერიკა]]) ნახევარსფეროებში. ამჟამად ქვეოჯახში შედის 8 გვარი, 35 სახეობით. საკუთრივ ცენტრალურ, [[პითონი (გვარი)|პითონის გვარში]] 7 სახეობაა, გავრცელებული [[აფრიკა]]ში, სამხრეთ-აღმოსავლეთ [[აზია]]ში, მალაის არქიპელაგზე, [[ახალი გვინეა|ახალ გვინეაში]] და [[ავსტრალია]]ში. ზედა ტუჩზე აღენიშნებათ 2-4 ღრმული, რაც თერმორეცეპტორს წარმოადგენს. ბინადრობენ უმთავრესად ლერწმიანებში, ლელიანებში, ქვებს შორის. კარგად ცურავენ, შეუძლიათ ხეზე ასვლა. იკვებებიან ძირითადად ხერხემლიანებით, რომლებსაც სხეულის რგონებით გუდავენ. პითონები [[კვერცხმბადობა|კვერცხმდებლებია]]. მათი დამახასიათებელი თვისებაა - [[ინკუბაცია]]. დედალი დებს 100-ზე მეტ კვერცხს (გააჩნია სახეობასა და მდედრის ზომას), რომლებსაც შემოეხვევა სხეულით 3-4 რგოლად და წარმოქმნის ცოცხალ კონუსს, რომლის შიგნით ტემპერატურა გარემოს ტემპ.-ზე 12-15°-ით, ხოლო მამრი პითონის ტემპ.-ზე 8-7°-ით მაღალია. ამ დროის მანძილზე მდედრი იცავს კვერცხებს მტაცებლებისაგან. ინკუბაცია გრძელდება თვე, თვე ნახევარი და ამ პერიოდში მდედრი თითქმის არაფერს არ ჭამს.
[[სურათი:Python reticulatus сетчатый питон-2.jpg|left|thumb|[[ბადისებრი პითონი]] Python reticulatus]]
სხეულის ტემპერატურის მომატების მექანიზმი დაკავშირებულია კუნთების თანმიმდევრულ შეკუმშვასთან, რაც იწვევს t-ს ზრდას. ეს თვისება განსაკუთრებით გამოხატულია [[იეროგლიფური პითონი|იეროგლიფურ]], [[სამეფო პითონი|სამეფო]] და [[ბადისებრი პითონი|ბადისებრ]] პითონებში. პითონის სახეობათა შორის ტანად ყველაზე პატარაა [[სამეფო პითონი]] (Python regius - 1,5 მ.), ყველაზე დიდი კი [[ბადისებრი პითონი]] (Python reticulatus - 10 მ-მდე), რომელიც ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იკვებება უმთავრესად [[ანტილოპა|ანტილოპებით]], ახალგაზრდა [[ირემი|ირმებით]] და გოჭებით.
ცნობილია [[კატეგორია:მახრჩობელასებრნი]]
|