რაზდანი (მდინარე): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|რაზდანი}} {{მდინარე | სახელი = რაზდანი | ფოტო = | ფოტოს_ზომა = | ს...
(განსხვავება არ არის)

14:11, 5 იანვარი 2009-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რაზდანი.

რაზდანი, ზანგა, მდინარე სომხეთში, მდინარე არაქსის მარცხენა შენაკადი (მტკვრის აუზი). სიგრძე 141 კმ, აუზის ფართობი სევანის ტბის აუზთან ერთად 7310 კმ2, საკუთრივ რაზდანისა - 2560 კმ2. სათავე აქვს სევანის ტბაში. ზემოთში მთის მდინარეა, ქვემოთ არარატის ვაკეზე მიედინება. ბუნებრივ პირობებში (ჰესების კასკადის შექმნამდე) წყლის საშუალო ხარჯი სათავესთან დაახლოებით 283/წმ შეადგენდა, შესართავთან ახლოს - 1739 მ3/წმ. რაზდანზე აგებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი. მდინარეს იყენებენ აგრეთვე სარწყავად. რაზდანის ნაპირზეა ქალაქები: სევანი, რაზდანი, ჩარენცავანი, არზნი, ერევანი.

რაზდანი
link=commons:Category:{{{Commons}}} რაზდანი ვიკისაწყობში

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 8, გვ. 289-290, თბ., 1984