ვახტანგ ჭელიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ვახტანგ ჭელიძე''' (დ. 10 აპრილი, 1917, სოფ. ბახვი, ახლანდ. [[ოზურგე...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ვახტანგ ჭელიძე''' (დ. [[10 აპრილი]], [[1917]], სოფ. [[ბახვი]], ახლანდ. [[ოზურგეთის მუნიციპალიტეტი]], — გ. [[11 ივნისი]], [[2005]]), [[საქართველო|ქართველი]] მწერალი, მთარგმნელი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), [[საქართველოს სახელმწიფო პრემია|საქართველოს სახელმწიფო პრემიის]] ლაურეატი (1997).
 
დაამთავრა [[თსუ]]-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი [[დასავლეთ ევროპა|დასავლეთ ევროპული]] ენებისა და ლიტერატურის განხრით (1941). 1948-52 წწ. იყო გამომცემლობა „საბლიტგამის“ მთავარი რედაქტორი, 1955-57 წწ. — ჟურნალ „[[ნიანგი (ჟურნალი)|ნიანგინიანგის]]“, 1957-62 — ჟურნალ „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკრის]]“ რედაქტორი, 1963-67 წწ. — [[საქართველოს სსრ]] [[საქართველოს კულტურის სამინისტრო|კულტურის სამინისტროს]] ხელოვნების სამმართველოს უფროსი, 1967-73 წწ. — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი, 1973-1985 წწ. — გაზეთ „[[ლიტერატურული საქართველო]]ს“ მთავარი რედაქტორი. ამავე პერიოდში მან დააარსა ჟურნალი „[[ხომლი (ჟურნალი)|ხომლი]]“. 1985-91 წლებში დირექტორობდა გამომცემლობა „ნაკადულს“. ვახტანგ ჭელიძე იყო კინოსტუდია „[[ქართული ფილმი]]ს“ მთავარი რედაქტორი, სხვადასხვა სარედაქციო-საგამომცემლო, ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო საბჭოს წევრი. მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია (1978), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1997) და ლიტერატურული პრემია „საბა“ (2003). დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის პანთეონში]].
 
ჭელიძის პირველი თარგმანი — [[უილიამ შექსპირი]]ს „რომეო და ჯულიეტა“ გამოქვეყნდა 1945 წ. , პირველი ორიგინალური თხზულება, ბიოგრაფიული რომანი „ცხოვრება [[ივანე მაჩაბელი|ივანე მაჩაბლისა]]“ — 1955. ჭელიძეს ეკუთვნის შექსპირის, [[ჯონ ფლეჩერი]]ს, [[ჯონ მილტონი]]ს, [[დენიელ დეფო]]ს, [[უოლტერ სკოტი]]ს, [[ჩარლზ დიკენსი]]ს, [[ჯონ გოლზუორთი]]ს, [[ჯეკ ლონდონი]]ს, [[მარკ ტვენი]]ს, [[ერნესტ ჰემინგუეი]]ს, [[ჯონ სტაინბეკი]]ს, [[ჯერომ სელინჯერი]]ს და სხვ. თხზულებანი, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, ესეები; განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭელიძის მხატვრულ-დოკუმენტური ვრცელი თხზულება „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“ (ტ. 1-4, 1973-83).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_ჭელიძე“-დან