ჰამასი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: el:Χαμάς
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათიFile:HamasLogo.jpg|thumb|180px|ჰამასის ემბლემა]] '''ჰამასი''' [[აკრონიმი|აკრონიმია]] "ჰარაკატ ალ-მუქავამაჰ ალ-ისლამიიაჰ"-ისა (არაბ.: حركة المقاومة الاسلامية, პირდაპირი მნიშვ.: "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა"), და წარმოადგენს [[პალესტინა|პალესტინის]] [[ისლამიზმი|ისლამისტურ მოძრაობას]], რომელიც მჭიდრო კავშირშია [[მუსლიმანური საძმო|მუსლიმანურ საძმოსთან]]. მისი ოფიციალური მიზანია "[[ისრაელი|ისრაელის]] გეოგრაფიული რუქიდან წაშლა" და მის ადგილას ([[დასავლეთ სანაპირო|დასავლეთ სანაპიროსა]] და [[ღაზის სექტორი|ღაზის სექტორის]] ჩათვლით) [[ისლამი|ისლამური]] [[თეოკრატია|თეოკრატიის]] შექმნა.
 
ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული [[ევროკავშირი|ევროკავშირის]], [[კანადა|კანადის]], [[აშშ]]-სა და ისრაელის მიერ და მისი თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებზე და სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები დაგმობილ იქნა [[გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია|გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის]], [[საერთაშორისო ამნისტია|საერთაშორისო ამნისტიისა]] და [[ჰუმან რაითს ვოჩი]]ს მიერ. ეს ორგანიზაცია განსაკუთრებით პოპულარულია პალესტინელთა შორის ღაზის სექტორში, თუმცა მას საკმაოდ მიმდევრები ჰყავს დასავლეთ სანაპიროზეც, და პალესტინის დიასპორაში სხვა ქვეყნებში, ისრაელის ჩათვლით. ამ მოძრაობის პოპულარობა განპირობებულია მის მიერ პალესტინის ღატაკთათვის შემწეობისა და სოციალური უზრუნველყოფის გაწევითა და, ნაწილობრივ, შეიარაღებული მოქმედებებით. არაბული სამყაროს გარეთ ჰამასი ცნობილია თვითმკვლელი ამფეთქებლებით ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ რეგიონებში. ორგანიზაცია, როგორც წესი, ამგვარ თვითმკვლელების ოჯახებს უხვ კომპენსაციას უხდის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰამასი“-დან