თეირანის კონფერენცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Adolf-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს VolkovBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
[[სურათი:Tehran Conference, 1943.jpg|thumb|350px|სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი თეირანის კონფერენციაზე.]]
'''თეირანის კონფერენცია''' – ქალაქ [[თეირანი|თეირანში]] [[1943]] წლის [[28 ნოემბერი]] – [[1 დეკემბერი]] [[გერმანია|გერმანიის]] წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სამი სახელმწიფოს ([[დიდი ბრიტანეთი]], [[სსრკ]], [[აშშ]]) ლიდერთა ([[ჩერჩილი, უინსტონ|უინსტონ ჩერჩილი]], [[სტალინი, იოსებ|იოსებ სტალინი]], [[რუზველტი, ფრანკლინ დელანო|ფრანკლინ დელანო რუზველტი]]) შეხვედრა. სათავე დაედო "[[დიდი სამეული|დიდ სამეულს]]", განიხილებოდა მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივა.
1943 წ. 28 ნოემბერს დაიწყო „დიდი სამეულის“ - [[იოსებ სტალინი]]ს, [[ფრანკლინ დელანო რუზველტი]]სა და [[უინსტონ ჩერჩილი]]ს პირველი შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრის იდეა ჯერ კიდევ 1943 წლის გაზაფხულზე გაჩნდა, მაგრამ კონფერენციის ჩატარებისათვის შესაბამის ადგილის მოძიების გამო რამდენიმე თვით გადაიდო. საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სამი ქვეყნის შეხვედრა შემდგარიყო თეირანში 1943 წლის ნოემბრის ბოლოს.
თეირანის კონფერენციას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ამ დროისთვის ნათელი გახდა, რომ გერმანიის დამარცხება გარდაუვალი იყო და მის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს უნდა გადაეწყვიტათ, თუ როგორ მიეღწიათ გამარჯვებისათვის უმოკლეს ვადებში.
28 ნოემბერს გამართულ პირველივე სხდომაზე რუზველტმა აღნიშნა, რომ ამერიკელები და ინგლისელები დიდი ხნის მანძილზე გეგმავდნენ ლა-მანშის სრუტის ფორსირებას. ასევე განაცხადა, რომ ეს ოპერაცია 1944 წლის 1 მაისს უნდა განხორციელებულიყო. ამასთან ერთად, ივარაუდა ხმელთაშუა ზღვაში სადესანტო ოპერაციების ჩატარება, რაც გამოიწვევდა ლა-მანშის ფორსირების გადადებას 2-3 თვით. პრეზიდენტს არ აწყობდა ივნისს იქით ვადის გადაწევა და ამიტომ რჩევა ჰკითხა სტალინს, თუ რომელი ვარიანტი უფრო მისაღები იყო მისთვის. მოიაზრება, რომ რუზველტს სურდა წინასწარ მიეღო საბჭოთა კავშირისგან თანხმობა გერმანიის დამარცხების შემდეგ იაპონიასთან ომში ჩაბმაზე. საპასუხოდ ის მხარს დაუჭერდა „ოვერლორდს“.
რუზველტი თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. ის აცნობიერებდა იმას, რომ სსრკ ევროპაში ყველაზე ძლიერი ქვეყანა იქნებოდა და სურდა მასთან კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა, რათა შემდგომ ქონოდა გარანტია, რომ საბჭოთა კავშირი იაპონიასთან ომში ჩაებმებოდა.
სტალინი მიხვდა რუზველტის ჩანაფიქრს და დახმარება აღუთქვა, მხოლოდ გერმანიის დამარცხების შემდეგ. რუზველტმაც იკმარა ეს დაპირება და სრული მხარდაჭერა აღმოუჩინა საბჭოთა ლიდერს „ოვერლორდის“ მოკავშირეთა ძირითად ოპერაციად დამტკიცებაში.
უინსტონ ჩერჩილს არ აწყობდა „ოვერლორდის“ განხორციელება, მაგრამ პირდაპირ ვერ ამბობდა ამას. მისი იდეა იყო თურქეთი ჩაებათ გერმანიასთან ომში, რათა სტრატეგიულად გამოეყენებინათ შავი ზღვა მაშინ, როდესაც ისინი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში სადესანტო ოპერაციას განახორციელებდნენ. ამავ დროულად, ჩერჩილიც თავისი ქვეყნის პოლიტიკით ხელმძღვანელობდა და სურდა ბალკანეთი ჩაეგდო ხელთ. რა თქმა უნდა სტალინი გააღიზიანა ამ ფაქტმა.
თეირანის კონფერენციის პირველი სხდომა იმით დასრულდა, რომ სამეული შეთანხმდა ეს საქმე სამხედრო სპეციალისტებისთვის გადაეცათ განსახილველად. სამხედრო წარმომადგენლობის სხდომა მეორე დღესვე, 29 ნოემბერს გაიმართა, სადაც სამხედრო სპეციალისტები ფაქტიურად თავიანთი ქვეყნის ლიდერების ინტერესებს იცავდნენ. ხოლო ამავე დღის მეორე ნახევარში გაიმართა მთავრობის მეთაურთა მეორე სხდომა. თავდაპირველად მათ მოისმინეს ჩატარებული თათბირის ანგარიში და შემდეგ, ისევ განაგრძეს „ოვერლორდის“ განხილვა. ძირითადი გასარჩევი თემა მაინც იყო ის, თუ როდის მოხდებოდა ლა-მანშის ფორსირების განხორციელება, რადგან სამივე ლიდერს, რა თქმა უნდა, მხოლოდ თავისი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდათ.
30 ნოემბერს შედგა შტაბების უფროსთა გაერთიანებული სხდომა. სადაც გადაწყდა, რომ „ოვერლორდი“ მოხდებოდა 1944 წლის მაისში. ამავე დროს განხორციელდებოდა სადესანტო ოპერაცია სამხრეთ საფრანგეთში. მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება სამივე ლიდერმა გაიზიარა მთავრობათა მეთაურების მესამე სხდომაზე და ამით ფაქტიურად დასრულდა კონფერენციაზე ამ თემის განხილვა.
1943 წლის 1 დეკემბერს თეირანის კონფერენციამ მუშაობა დაასრულა. საბოლოოდ სამივე ლიდერი კმაყოფილი დარჩა მიღებული გადაწყვეტილებით. მკვლევართა უმრავლესობა მაღალ შეფასებას აძლევს თეირანის კონფერენციის მუშაობას და ხაზს უსვამს იმას, რომ იგი დასრულდა გულითად ატმოსფეროში. თუმცა სხვადასხვა მოსაზრებებიც არსებობს კონფერენციის შედეგების შესახებ.
 
--[[მომხმარებელი:Adolf|Adolf]] 00:00, 26 დეკემბერი 2008 (UTC) ვასილ კობიაშვილი
 
{{ისტორია}}