ნიადაგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
ხაზი 19:
ნიადაგი შედგება მკვრივი, თხიერი, აიროვანი და ცოცხალი ნაწილებისაგან. სხვადასხვა ნიადაგში და ერთსა და იმავე ნიადაგის სხვადასხვა ჰორიზონტში ამ ნაწილების რაოდენობა და თანაფარდობა განსხვავებულია.
 
''მკვრივ ნაწილში'' ჭარბობს მინერალური ნივთიერებანი, რომელიც წარმოიქმნება ქანების გამოფიტვის შედეგად. ქანების გამოფიტვა ხდება კლიმატური პირობების ზემოქმედებით. იგი სხვადასხვა ლანდშაფტურ ზონაში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. ქიმიური გამოფიტვა ყველა ძლიერ ახასიათებს ტენიან სუბტროპიკულ და ტროპიკული სარტყლის ნიადაგს. აქ წარმოიქმნება რკინისა და ალუმინის ჰიდრატების ჭარბი რაოდენობა. მაღალმთიან ადგილებსა და უდაბნოებში ჭარბობს ქანების მექანიკური გამოფიტვა. ნიადაგის შემადგენელი ნაწილაკების ზომასა და თანაფარდობაზე წარმოდგენას გვაძლევს მექანიკური (გრანულომეტრიული) შედგენილობა. ყოფილ სსრკ-ში ყველაზე მეტად იყენებენ გრანულომეტრული შედგენილობის მიხედვით ნიადაგის კლასიფიკაციას, რომელიც ნ. კაჩინსკის ეკუთვნის. მას უახლოვდება საქართველოს ნიადაგების მექანიკური ფრაქციების საფუძველზე შედგენილი კლასიფიკაცია. ამ კლასიფიკაციის თანახმად განარჩევენ მძიმე და საშუალო თიხიან, მძიმე, საშუალო და მსუბუქ თიხნარ, ქვიშიან და ქვიშნარი შედგენილობის ნიადაგებს. ლამისა (0,001 მმ) და კოლოიდური ნაწილაკების ფრაქცია ჭარბობს თიხიან ნიადაგში (ამ ნაწილაკების ჯამი ხშირად 40-50% აღწევს). ნიადაგის აღნიშნულ ნაწილზე დიდადაა დამოკიდებული მისი ნაყოფიერება. ნიადაგის მკვრივი ნაწილი განსაზღვრავს ნიადაგის შთანთქმისუნარიანობას. ყველაზე დიდი შთანთქმისუნარიანობა ახასიათებს კოლოიდებით მდიდარ შავმიწებს და წითელმიწებს. შავმიწების მაღალ შთანთქმისუნარიანობას განსაზღვრავს ორგანული კოლოიდების (ჰუმუსის) დიდი შემცველობა. ნიადაგის შთანმთქავი კომპლექსი დიდ როლს ასრულებს ნიადაგის ევოლუციასა და გენეზისში. ნიადაგის არაერთი თვისება, რომელიც განსაზღვრავს ნიადაგის ნაყოფიერებას, დამოკიდებულია მის კოლოიდურ ნაწილზე და შთანთქმისუნარიანობაზე.
 
ნიადაგის მკვრივ ნაწილში შედის აგრეთვე ორგანული ნივთიერება, რომელიც ძირითადად ჰუმუსოვანი ნივთიერებისაგან შედგება. ორგანულ ნაწილში შედის აგრეთვე მცენარეული, ცხოველური და მიკრობული წარმოშობის შენაერთები, რომლებიც შეიცავენ ლიგნინს, უჯრედის, ცილებს, შაქრებს, ცხიმებს, მთრიმლავ ნივთიერებებს და მათი დაშლის გარდამავალ პროდუქტებს. ორგანულ ნივთიერებათა დაშლისას აზოტი მცენარისათვის შესათვისებელ ფორმად იქცევა.
 
[[ნიადაგის ხსნარი]] ანუ თხევადი ნაწილი ნიადაგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნიადაგთწარმოქმნის პროცესის შესაბამისად იცვლება ნიადაგის ხსნარის შედგენილობა. მაგ., ეწერი ნიადაგების ხსნარში ორგანული ნივთიერებების მეტი რაოდენობაა, ვიდრე მინერალური ნივთიერებებისა, შავმიწების ხსნარში კი ეს ნივთიერებები თითქმის თანაბრი რაოდენობითაა. ნიადაგის ხსნარის შესწავლა ხდება ქიმიური ანალიზით.
 
ნიადაგის ჰაერი წარმოადგენს აუცილებელ პირობას მცენარის ზრდა-განვითარების, ბაქტერიების ცხოველმყოფელობისა და ნიადაგში მიმდინარე ქიმიური და ბიოლოგიური პროცესებისათვის. რაც უფრო მეტია ნიადაგში მსხვილი ფორები, მით უფრო მეტია მასში ჰაერი და უკეთესია მისი მოძრაობების პირობები. ჰაერისა და წყლის საუკეთესო შეფარდება ნიადაგში ქმნის ნიადაგის სტრუქტურა. ნიადაგის ჰაერის წყაროა ატმოსფერო, ნიადაგის ჰაერი, ატმოსფეროს ჰაერისაგან განსხვავებით მეტ ნახშირორჟანგს და ნაკლებ ჟანგბადს.
 
[[კატეგორია:ეკოლოგია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიადაგი“-დან