გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ბმული
ხაზი 25:
გიორგი მერჩულეს აზრით ეკლესიას თავისი მმართველობა აქვს, სახელმწიფოს - თავისი. შინაურ საქმეებში ჩაურევლობა უნდა იყოს მათი თანაარსებობის საფუძველი, მაგრამ ამ თანაარსებობაში ზოგიერთ გამონაკლისს მაინც უშვებს ეკლესიის სასარგებლოდ. მაგალთად, გრიგოლ ხანძთელი ჩაერია კურაპალატის საოჯახო საქმეებში, ამხილა ხელმწიფე, რომელსაც ”სიძვის დიაცი” ჰყავდა.
 
საოჯახო საქმეებში, ქორწინების საკითხებში ეკლესია ფეოდალიზმის დროს გულმოდგინედ ერეოდა. [[ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული|ვახტანგის სამართლის წიგნი]]ს მიხედვით, საოჯახო საკითხებზე კათალიკოსსაც მიუწვდებოდა ხელი.<ref>ქართული სამარლის ძეგლები, I, ი. დოლიძის რედ, 1965, გვ. 499, მუხ. 64,65,66 და სხვა.</ref> გიორგი მერჩულეს აზრით, საერო ხელისუფლება მარცხდება ეკლესიის წარმომადგენლებთან შეჯახების დროს. ეკლესიის წარმომადგენელთა მოქმედება მუდამ გამართლებულია, მისაბაძი.
 
გიორგი მერჩულეს შეხედულებით, სასტიკად უნდა იქნეს დაცული ქორწინება, თუნდაც ის არ იყოს სიყვარულზე დამყარებული. შეუღლება სოცილურად ერთ საფეხურზე მდგომ პირთა შორის არის დასაშვები, ამასთან შეუღლება უნდა ხდებოდეს მშობლებისა და ახლობლების თანხმობით (ზენონის დის ამბავი).<ref>გიორგი მერჩულე, ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, გვ. 42.</ref>