გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
„'''შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ'''“ (შემოკლებითშემ: „გრიგოლ„ცხოვრება ხანძთელისგრიგოლ ცხოვრება“ხანძთელისა“) არის ქართული [[ჰაგიოგრაფია|ჰაგიოგრაფიული]] ნაწარმოები, დაწერილი [[გიორგი მერჩულე|გიორგი მერჩულის]] მიერ [[951]] წელს, [[გრიგოლ ხანძთელი]]ს გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგშემდგომ. აღწერილი ამბები VIII-IX საუკუნეთა [[ტაო-კლარჯეთი|ტაო-კლარჯეთში]] ხდებოდა.
 
{{ვიკი}}
==ავტორი==
ნაწარმოების ავტორია [[გიორგი მერჩულე]] („მერჩულე“ ნიშნავს მერჯულეს ანუ სარწმუნოებაში კარგად განსწავლულს), რომელიც არ იყო [[გრიგოლ ხანძთელი]]ს თანამედროვე. მან ეს ნაწარმოები შექმნა გრიგოლის მოწაფეთა და მოწაფეთა მოწაფეების ნაამბობის საფუძველზე.
 
[[გიორგი მერჩულე]] X საუკუნის მოღვაწეა. თავისი ნაწარმოები ”ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა” მას დაწერილი უნდა ჰქონდეს X საუკუნის მეორე ნახევარში. მასში აღწერილია VIII-IX საუკუნეების ვითარება საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც [[ტაო-კლარჯეთი]] ეწოდებოდა.<ref>კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, წ.1, 1951, გვ. 132-136.</ref>.
==ნაწარმოებში ასახული ეპოქა==
ნაწარმოებში ასახულია VIII-IX საუკუნეების საქართველო, როცა ტაო-კლარჯეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა წარმომადგენელმა [[აშოტ კურაპალატი|აშოტ კურაპალატმა]] საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მომავალ ერთიანობას. ნაწარმოების შექმნისას [[გიორგი მერჩულე]] სხვადასხვა ეპიზოდების მოთხრობით წარმოაჩენს მაშინდელი სამეფო და სასულიერო ხელისუფლების ურთიერთთანხმობასა და ღვაწლს ერის აღორძინებისათვის.
 
გიორგი მერჩულე, ხსენებული ნაწარმოების მიხედვით, ფრიად განათლებული პიროვნება ჩანს. ”მერჩულე”, როგორც ეს [[პავლე ინგოროყვა]]მ დაამტკიცა, ავტორის პროფესიის აღმნიშვნელი სახელწოდებაა და ნიშნავს საეკლესიო სამართლის სპეციალისტს, სჯულის მოძღვარს.<ref>პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954, გვ. 10-11.</ref>
==სიმბოლოები ნაწარმოებში==
 
* გრიგოლი: ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზი — აქ, გარდა იმისა, რომ წარმოჩენილია ზეცისა და მიწის ერთიანობა, საუბარია გრიგოლის შესახებაც, რომელიც ჩვეულებრივ მოკვდავთაგან განსხვავდებოდა თავისი სულიერი ღვაწლით, რაც პირველ რიგში დაკავშირებული იყო დიდ ღვთიურ მადლთან. (''ამ ყველაფერზე საუბარია თავად ნაწარმოებში'')
[[ოპიზართა სიგელი]]ს მიხედვით, რთული სასამართლო საქმეების გარჩევის დროს, სასამართლოში იწვევდნენ საერო სამართლის მცოდნეებს, იურისტებს. ეს იურისტები, როგორც ირკვევა, დიდ როლს ასრულებდნენ სამართლის წარმოებაში და თავისი ფუნქციებით [[რომი]]ს იურისტებს ემსგავსებოდნენ.<ref>ი. სურგულაძე, ნარკვევები საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიიდან, 1965, გვ. 25-26.</ref> აღსანიშნავია, რომ მერჩულე კანონიკური სამართლის სპეციალისტი, დიდი სწავლული ყოფილა.<ref>პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954, გვ.23.</ref>
* ბერი ხუედიოსის ჩვენება — სიმბოლიზმითაა გაჯერებული ბერი ხუედიოსის მიერ გრიგოლ ხანძთელის კურთხევა.
 
* გრიგოლი: „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“ — სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ფრაზასაც.
ავტორი არათუ გადმოგვცემს რეალურ ვითარებას საეკლესიო და საერო ხელისუფალთა ურთიერთობის შესახებ, არამედ ამჟღავნებს კიდეც სიმპათიას მის მიერ აღწერილი მოვლენებისადნი. ნაწარმოების მიხედვით, სახელმწიფოში წამყვანი უნდა იყოს ეკლესია, რომლის საქმეებში საერო ხელოისუფლება არ უნდა ჩაერიოს, ეკლესიის მსახურნი კი უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ საერო საქმეებში.
 
ნაწარმოების მიხედვით, ეკლესიის მსახური და საერთოდ ეკლესია არ უნდა ექვემდებარებოდეს საერო ხელისუფლებას:
 
{{ციტატა|დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელისაი, შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტეი ყოველთა დაბადებულთაი, შენ წარმავალსა ამა ჟამსა მეფე ხარ, ხოლო ქრისტეი საუკუნო მეფე... ([[საბა იშხნელი]])}}
 
{{ციტატა|ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არავისსა ხელმწიფებასა ქუეშე არიან (გრიგოლ ხანძთელი)}}<ref>გიორგი მერჩულე, ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, 1949, გვ. 56.</ref>
 
მაგრამ თვით ეკლესიის შიგნით უფროსისადმი ბრმა მოირჩილება სასურველია. ნაწარმოების მიხედვით, ეკლესია-მონასტრების შინაგან მმართველობაში მტკიცედ განსაზღვრული იერარქიული დაქვემდებარება არსებობდა და ამ გარემოებას ავტორი საგანგებოდ უსვამს ხაზს (მამასახლის ეპიფანეს ამბავი).
 
გრიგოლ ხანძთელის აზრით, მეფე უნდა იყოს ეკლესიის და ქრისტიანობის დამცველი, სამხედრო საქმის მცოდნე, კარგი მეომარი. ეკლესიის მსახურთ კი ევალებათ მხარში ამოუდგნენ ძლიერსა და ქრისტიანობისთვის მებრძოლ მეფეს.<ref>გიორგი მერჩულე, ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, 1949, გვ. 45-46.</ref>
 
ნაწარმოებში ისეთი იდეაა გატარებული, რომ მეფეები, მთავრები დიდ დახმარებას უწევდნენ ეკლესია-მონასტრებს. სამაგიეროდ, თავის მხრივ, ეკლესია-მონასტრების წარმომადგენლებიც ადიდებენ მათ. გიორგი მერჩულეს გადმოცემით, გრიგოლი ადიდებს [[აშოტ კურაპალატი|აშოტ კურაპალატს]], როგორც პოლიტიკური ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელს. გრიგოლის სიტყვებით, მეფის ხელისუფლება ღვთისგანაა გაჩენილი,<ref>გიორგი მერჩულე, ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, 1949, გვ. 40.</ref> ამასთან, აშოტ კურაპალატის ხელისუფლების სიმტკიცეს გრიგოლ ხანძთელი აშოტის [[ბაგრატიონი (დინასტია)|ბიბლიური წარმოშობითაც]] ასაბუთებს: აშოტის გვარი [[დავით წინასწარმეტყველი]]დან მომდინარეობს, მაშასადამე, ეკლესია მთელი თავისი არსებით მხარს უჭერს საერო ხელისუფლებას.
 
გიორგი მერჩულეს აზრით ეკლესიას თავისი მმართველობა აქვს, სახელმწიფოს - თავისი. შინაურ საქმეებში ჩაურევლობა უნდა იყოს მათი თანაარსებობის საფუძველი, მაგრამ ამ თანაარსებობაში ზოგიერთ გამონაკლისს მაინც უშვებს ეკლესიის სასარგებლოდ. მაგალთად, გრიგოლ ხანძთელი ჩაერია კურაპალატის საოჯახო საქმეებში, ამხილა ხელმწიფე, რომელსაც ”სიძვის დიაცი” ჰყავდა.
 
საოჯახო საქმეებში, ქორწინების საკითხებში ეკლესია ფეოდალიზმის დროს გულმოდგინედ ერეოდა. [[ვახტანგის სამართლის წიგნი]]ს მიხედვით, საოჯახო საკითხებზე კათალიკოსსაც მიუწვდებოდა ხელი.<ref>ქართული სამარლის ძეგლები, I, ი. დოლიძის რედ, 1965, გვ. 499, მუხ. 64,65,66 და სხვა.</ref> გიორგი მერჩულეს აზრით, საერო ხელისუფლება მარცხდება ეკლესიის წარმომადგენლებთან შეჯახების დროს. ეკლესიის წარმომადგენელთა მოქმედება მუდამ გამართლებულია, მისაბაძი.
 
გიორგი მერჩულეს შეხედულებით, სასტიკად უნდა იქნეს დაცული ქორწინება, თუნდაც ის არ იყოს სიყვარულზე დამყარებული. შეუღლება სოცილურად ერთ საფეხურზე მდგომ პირთა შორის არის დასაშვები, ამასთან შეუღლება უნდა ხდებოდეს მშობლებისა და ახლობლების თანხმობით (ზენონის დის ამბავი).<ref>გიორგი მერჩულე, ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, გვ. 42.</ref>
 
თხზულებაში საყურადღებოა გიორგი მერჩულეს შეხედულება დანაშაულის შესახებ. მისი აზრით, დანაშაული მძიმდება, როცა საქმე გვაქვს მოსყიდვით მკვლელობასთან, ე.ი. როცა სასყიდლით დაქირავებული მკვლელი ჩადის დანაშაულს, მკვლელი კი ”უბრალოა”<ref>გიორგი მერჩულე, ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, გვ. 115-117.</ref>. ძეგლის მიხედვით, თუ დაზარალებულს, ან მოკლულს რაიმე ბრალი მიუძღვის, ე.ი. რაიმე დანაშაული ჩაუდენია, ეს გარემოება უმსუბუქებს მის მკვლელს დანაშაულს.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიოს სია}}
 
[[კატეგორია:ქართული ჰაგიოგრაფია]]