ნეძვი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ნეძვი''', IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძე...
(განსხვავება არ არის)

23:26, 20 დეკემბერი 2008-ის ვერსია

ნეძვი, IX საუკუნის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებისა და ქრისტეფორეს მიერ. მდებარეობს ახლანდელი ბორჯომის რაიონში, მტკვრის ერთ-ერთი შენაკადის მდინარე ნეძვისხევის ხეობაში.ძეგლის გაწმენდის შემდეგ (1948, 1962) გამოვლინდა ეკლესიის თავდაპირველი გეგმა და ცხადი გახდა, რომ საქართველოს დღემდე ცნობილ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის ნეძვი ყველაზე დიდი ყოფილა. აფსიდიანი შუა ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებული იყო საფეხურიანი სვეტებითა და თაღებით. აღმოსავლეთი აფსიდის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიში აქვს, ხოლო დასავლეთით ნახევრად წრიული ექსედრები. ეკლესიას სამმხრივი გარსშემოსავლელი ჰქონდა. გვერდით სწორკუთხოვანი ეკლესიები ერთმანეთთან დასავლეთი გასასვლელით იყო დაკავშირებული.

ლიტერატურა

  • მარსაგიშვილი გ., ქსე, ტ. 7, გვ. 400, თბ., 1984