როსტომი (ქართლის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''როსტომი''' (დაახლოებით * [[1565]] ― † [[1658]], [[თბილისი]]), ქართლის მეფე [[1633]]-58, ქართლ-კახეთის მეფე [[1648]]-56. [[დავით XI | დავით XI-ის]] (დაუთ-ხანის) ძე. აღიზარდა ირანში. [[აბას I | აბას I-მა]] იგი თავისი გვარდიის სარდლად (ყულარაღასად) დანიშნა, შემდეგ კი ისპაანის მოურავიც გახდა. ქართველების თვალსაზრისით, როსტომი მეფე იყო, რომელიც თავს ირანის ვასალად აღიარებდა, შაჰი კი ქართლს ირანის პროვინციად მიიჩნევდა და როსტომს თავის მოხელედ თვლიდა.
საკუთარი სახელი '''როსტომი''' შეიძლება აღნიშნავდეს:
[[image:Kartli-Rustam.gif|thumb|left|როსტომი]]
როსტომის გამეფებით ირანსა და ქართლის ურთიერთობაში ერთგვარი კომპრომისი დამყარდა. ირანი უცვლელად ტოვებდა ქართულ სოციალურ-ეკონომიურ წყობას, ტახტსაც [[ბაგრატიონები | ბაგრატიონთა]] დინასტია ფლობდა, ოღონდაც მაჰმადიანობის პირობითა და "ვალის" ტიტულით. "გურჯისტანის ვალის" ხარკი და საჩუქრები უნდა ეძლია ირანისათვის. როსტომმა ქართლში გამეფებისთანავე თბილისის, გორისა და სურამის ციხეში ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენა, ირანიდან ჩამოყოლილ ქართველ თავად-აზნაურებს მამულები უბოძა, მოხელეებად თავისი მომხრეები დანიშნა. [[1648]] შაჰის დავალებით კახეთში ილაშქრა, [[თეიმურაზ I]] განდევნა და კახეთი დაიკავა. ჩამოსვლისთანავე ცოლად შეირთო ლევან II დადიანის და მარიამი. როსტომი ზრუნავდა ქალაქებისა და ვაჭრობის განვითარებაზე. [[1639]] ბრძანებით აღკვეთა თბილისის მებაჟეთა თვითნებობა, ზოგიერთი ვაჭარი ბაჟისაგან გაათავისუფლა, ზოგიერთს ბაჟი შეუმსუბუქა, მდინარე ქციაზე, განჯის გზაზე, ხიდი და ქარვასლა ააგო, მდინარე თეძმის პირას ქალაქი ააშენა (ახლანდელი [[ახალქალაქი]]), თბილისში, მდინარე მტკვრის პირას - სამეფო სახლი. როსტომის მეფობის წლებში სამეფო კარზე და მაღალ ფეოდალურ არისტოკრატიაში მაჰმადიანობა და ყიზილბაშური წეს-ჩვეულებანი გავრცელდა. იგი არ ავიწროებდა ქრისტიანებს, ხელს უწყობდა მარიამ დედოფალს დანგრეული და დაზიანებული ეკლესიების აღდგენაში. როსტომმა ზოგიერთი ქართული სახელო ყიზილბაშურით შეცვალა, მაგრამ ქართული სამოხელეო წყობილება ძირითადად უცვლელი დარჩა. როსტომის რეფორმები ქართული საზოგადოებრივ და სამეურნეო წყობას არ შეხებია. უშვილო როსტომი 30-იან წლებში იმერთა მეფის გიორგის ვაჟის, მამუკას, მემკვიდრედ გამოცხადებას აპირებდა, მაგრამ ეს საქმე ჩაიშალს. [[1642]] [[სიმონ II | სიმონ II-ის]] შვილიშვილი ლუარსაბი იშვილა, მაგრამ იგი [[1652]] მოკლეს. [[1653]] როსტომის მემკვიდრედ აირჩიეს ბაგრატიონების გვერდითი შტოს [[მუხრანბატონები | მუხრანბატონების]] წარმომადგენელი [[ვახტანგ V | ვახტანგი]] (შემდეგ ვახტანგ V), რომელიც როსტომის ავადმყოფობის დროს ტახტს განაგებდა. დაკრძალულია ირანში, ქ. ყუმში.
 
 
* [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომი]] - ქართლის მეფე.
* [[როსტომი (ირანის მეფე)|როსტომი]] - ირანის ლეგენდარული მეფე.
 
 
 
{{მრავალმნიშვნელოვანი}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:საქართველოს მეფეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1565]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1658]]
 
[[ca:Rustam de Kartli]]
[[en:Rostom of Kartli]]