ქართლური დიალექტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ძველი ტერმინოლოგიის პატარა ცვლილება
თარგი
ხაზი 3:
ქართული ენის კილოთა შორის ქართლური ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული დიალექტია. მას უჭირავს საქართველოს ცენტრალური ადგილი და ვრცელდება [[კახეთი|კახეთიდან]] [[იმერეთის მხარე|იმერეთამდე]], ე.ი. [[არაგვი|არაგვისა]] და [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობიდან [[ლიხის მთა|ლიხის მთამდე]]. მიუხედავად ქართლურის დიდ მანძილზე გავრცელებისა, იგი შედარებით მთლიანია და არ იყოფა თვალსაჩინოდ განსხვავებულ დიალექტურ ერთეულებად. დღეისათვის ქართლურის გავრცელების არეა: ჩრდილოეთით ანანურ-დუშეთით დაწყებული და სამხრეთით თრიალეთის მთით გათავებული; აღმოსავლეთით კახეთიდან დაწყებული დასავლეთით იმერეთამდე. ქართლური მეტყველება მოიცავს შემდეგ ადმინისტრაციულ რაიონებს: [[დუშეთი|დუშეთის]], მცხეთის, ნაწილობრივ [[სამგორი|სამგორის]], [[მარნეული|მარნეულის]], [[თეთრი წყარო|თეთრი წყაროს]], [[ბოლნისი|ბოლნისის]], [[დმანისი|დმანისის]], [[წალკა|წალკის]], [[კასპი|კასპის]], [[გორი|გორის]], [[ზნაური|ზნაურის]], [[ქარელი|ქარელის]], [[ხაშური|ხაშურისა]] და [[ბორჯომი|ბორჯომის]] რაიონებს.
 
{{საქართველო}}
{{ესკიზი}}
 
[[კატეგორია:ქართული ენის კილოები]]