ნეოგენური სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ნეოგენური სისტემა(პერიოდი)''', ''ნეოგენი'' (ნეო... და ...გენი), კაი...
 
დამატება
ხაზი 3:
ნეოგენური სისტემა(პერიოდი) იყოფა ორ სექციად (ეპოქად) თითოეული მათგანი — ცალკეულ სართულებად (საუკუნეებად).
 
ნეოგენური სისტემის ნალექები გვხვდება მთელ დედამიქაზე. ნეოგენური სისტემაში მოხდა მნიშვნელოვანი ტექტონიკური მოძრაობები (ორიგენიული ეტაპი), რის შედეგადაც წარმოიქმნა მრავალი მთათა სისტემა ([[ალპები]], კარპატები, ბალკანები, დინარის მთები, აპენინები, [[კავკასიონი]], ჰიმალაი და სხვა). ადრინდელი ნეოგენური ეპოქიდან დაიწყო კავკასიონისა და [[მცირე კავკასიონი]]ს [[ნაოჭა სისტემა|ნაოჭა სისტემებისა]] და მათ შორის მდებარე [[საქართველოს ბელტი]]ს მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოყალიბება. ნეოგენური სისტემის ნალექთწარმოქმნა კავკასიის ტერიტორიაზე განპირობებული იყო აქ განვითარებული ზღვიური აუზებისა და მთელი პარატეთისის მსოფლიო ოკეანესთან კავშირის ხასიათით. ოკეანესთან ფართო კავშირის დროს (უფლისციხურ, საყარაულოურ, თარხნულ საუკუნეებში) არსებობდნენ ნორმულზღვიური დიდტანიანი მოლუსკები და ფორამინიფერები, ხოლო როდესაც კავშირი შეწყვეტილი ან ძლიერ შესუსტებული იყო (კოწახურული, ჩოკრაკული, ყარაღანული, სარმატული, მეოტური საუკუნეები და პლიოცენური ეპოქა), ნალექებში მხოლოდ მტკნარი ან მომარილიანო ტიპის ფაუნა შეინიშნება. ზღვიური ნალექების გარდა კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებულია კონტინენტურიც (ზედასარმატულ-ჰოლოცენური ასაკის), რომელღა სისქე ზოგჯერ 3000 მ აღწევს. ოროგენული ეტაპისთვის დამახასიათებელია მძლავრი ვულკანური ამოფრქვევები, რომელთა შედეგად ნეოგენური სისტემაში წარმოიქმნება ბაზალტ-ანდეზიტ-დაციტ-ლიპარიტული ვულკანური ასოციაცია.
==ლიტერატურა==
 
[[კატეგორია: გეოლოგიური პერიოდები]]
 
[[ast:Neoxenu]]
[[br:Neogenel]]