მიხეილ თარხნიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''მიხეილ თარხნიშვილი''' ([[12 იანვარი]], [[1897]], [[ახალციხე]]) – [[15 ოქტომბერი]], [[1958]], [[რომი]]) - თავის სამეცნიერო სფეროში დღესაც ითვლება [[თამარაშვილი, მიხეილ|მიხეილ თამარაშვილის]] შემდეგ საქართველოს ეკლესიისა და საეკლესიო ლიტერატურის ყველაზე ცნობილი მკვლევარად. დაიბადა ახალციხელი კათოლიკეების, სტეფანე თარხნიშვილისა და სალომე სეფიძის ოჯახში. სწავლობდა სკრას სახალხო სკოლაში, რის შემდეგაც [[1913]] წელს ქართველმა კათოლიკე ბერებმა მათი სამონასტრო სკოლაში ([[ფერი-ქოა]]) სასწავლებლად შეარჩიეს, რომელიც მდებარეობდა [[სტამბოლი|სტამბოლში]]. [[1913]]-[[1917]] წლებში ამ ქართულ სამონასტრო სკოლაშია, [[1917]]-[[1919]] წ. კი - გერმანელ [[ბენედიქტინელები|ბენედიქტინელთა]] ეტალის (სამხრეთ [[ბაიერნი]], გარმიშ-პარტენკირხენთან) ცნობილ სააბატოში სწავლობს. [[1919]] წელს ხანმოკლე ყოფნა თბილისში, რაც მისი ბოლო ყოფნა იქნება საქართველოში. [[1919]]-[[1924]] - კვლავ სტამბოლშია, [[1924]]-[[1929]] წლებში გადის [[ავსტრია|ავსტრიაში]], წმ. გაბრიელის საღვთო სიტყვის საზოგადოებაში ფილოლოგიისა და ფილოსოფიის კურსს, ხოლო [[1930]]-[[1933]] წლებში [[რომი|რომში]] - პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში, რომელსაც ასრულებს თეოლოგიის დოქტორის ხარისხით. მღვდლად ეკურთხა [[1931]] წლის 6 აგვისტოს რომის მახლობლად, გროტაფერატაში. [[1934]]-[[1936]] წლებში მიხეილ თარხნიშვილი სასულიერი მოძღვარია ქართველი კათოლიკებისა ემიგრანტთა შორის [[ბელგია|ბელგიაში]], [[გერმანია|გერმანიასა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. [[1936]]-[[1942]] წ. იმყოფება ბენედიქტინელ ბერებთან ბაიერნში (ჯერ დეგენდორფში, შემდეგ მეტენში). [[1942]] წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რჩება რომში. მიხეილ თარხნიშვილის სამეცნიერო დამსახურებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული ლიტურგიული ტექსტების დამუშავება და გამოცემა, იტალიის წიგნთსაცავებში დაცული ქართული წყაროების აღმოჩენა და გამოქვეყნება, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების თარგმა და გამოქვეყნება. განსაკუთრებით გამოსაყოფია მისი გამოკვლევა პალესტინაში V. საუკუნის სამონასტრო კომპლექსის ქართული წარწერების შესახებ [[პალესტინა|პალესტინაში]], რომელიც იტალიელმა არქეოლოგმა ვირჟილიო კორბომ აღმოაჩინა და მიხეილ თარხნიშვილი მიიწვია.
 
[[კატეგორია:ქართველები]]