იაკუტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: == იაკუტები == (საკუთარი სახელწოდება: სახა) ერი, [[იაკუტიის ავტო...
 
ხაზი 1:
== იაკუტები ==
(საკუთარი სახელწოდება: [[სახა]]) ერი, [[იაკუტიის ავტონომიური რესპუბლიკა | იაკუტიის ავტონომიური რესპუბლიკის]] მკვიდრი [[მოსახლეობა]]. ცალკეულ ჯგუფებად ცხოვრობენ [[კრასნოიარსკი | კრასნოიარსკის]] მხარის ჩრდილოეთ რაიონებში, [[მაგადანი | მაგადანის]], [[სახალინი | სახალინის]] და [[ამური | ამურის]] ოლქებში. საერთო რაოდენობა 296 000, მათ შორის იაკუტიის ავტონომიურ რესპუბლიკაში 286 000 ([[1970]] წლის აღწერა). ენა- [[იაკუტური]], განეკუთვნება თურქული ენების ჩრდილო-ღმოსავლურ ჯგუფს. არქეოლოგიური და ეთნიკურ მონაცემებით იაკუტები ჩამოყალიბდნენ ბაიკალისპირეთიდან გადმოსახლებული სამხრეთ თურქულენოვანი ტომების მიერ ადგილობრივი ტომების ასიმილაციის შედეგად. ვარაუდობენ, რომ იაკუტების სამხრეთ წინაპართა ბოლო ტალღამ შუა ლენაზე XIV-XV საუკუნეებში შეაღწია. ზოგიერთი [[ლოკალური]] ჯგუფი, მაგალითად ჩრდილო-დასავლეთ მეირმეები, შედარებით ახალია, რომელიც წარმოიქმნა [[ევენეკები | ევენკების]] ცალკეული ჯგუფების ცენტრალური რაიონებიდან გამოსულ იაკუტებთან შერევის შედეგად. [[რუსეთი | რუსეთთან]] შეერთებამ(XVII საუკუნის 20-30ანი წლები) დააჩქარა იაკუტების სოციალ-ეკონომიური და კულტურული განვითარება და ცალკეული ტომების ერთმანეთთან დაახლოება. XVII-XIX საუკუნეებში იაკუტების მთავარი საქმიანობა იყომსხვილფეხა მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და თევზჭერა. ხელოსნობიდან განვითარებული იყო მჭედლობა. ცხოვრობდნენ ე.წ. ბალაგანში ([[იურტა]]). XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იაკუტების უმრავლესობამ [[ქრისტიანობა]] მიიღო, მაგრამ დიდხანს იყო შემორჩენილი შამანისტური რწმენა-წარმოდგენები. სოციალური განვითარების პროცესში ძირფესვიანად გარდაიქმნა იაკუტების ეკონომიკა, ყოფა და კულტურა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იაკუტები“-დან