ნემერტინები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი = ნემერტინები | სურათის ფაილი =Proboscis worm.JPG | სურ...
(განსხვავება არ არის)

14:15, 15 დეკემბერი 2008-ის ვერსია

ნემერტინები (Nemertini), უხერხემლო ცხოველების ტიპი, რომელსაც ზოგჯერ განიხილავენ განიხილავენ როგორც უმდაბლესი ჭიების ქვეტიპს. მათი სხეული ორმხრივსიმეტრიულია, დაუნაწევრებელი, სიგრძე 10-იდან 20 სმ, ზოგჯერ 2 -ზე მეტსაც აღწევს. სხეუი გარედან დაფარულია ერთშრიანი წამწამიანი ეპითელიუმით, რომლის ქვეშ კან-კუნთოვანი პარკია მოთავსებული. ნემერტინების უმრავლესობა მტაცებელია, ზოგი - პარაზიტი და მოლუსკების სიმბიონტი. აქვთ გრძელი მილის მსგავსი, სხეულის შიგნით ჩაბრუნებული ხორთუმი, რომელიც თავდასხმისა და თავდაცვის საშუალებაა. აქვთ საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის, გამომყოფი და ნერვული სისტემები, გრძნობის ორგანოები. ცალსქესიანი ცხოველებია. ვითარდება პირდაპირ ან მეტამორფოზით.

ნემერტინები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Nemertini

ტიპში 110 გვარის 1000-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან ყველა ოკეანესა და ზღვაში. უმეტესად ბენთოსური ცხოველებია, მოძრაობენ კან-კუნთოვანი პარკის შეკუმშვით, ზოგი მცირე ფორმა - წამწამების რხევით. მრავალი სახეობიხ ნემერტინები თევზების საკვებია.

ლიტერატურა

  • ელიაშვილი ტ., ქსე, ტ. 7, გვ. 376, თბ., 1984