იაკუტები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: == იაკუტები == (საკუთარი სახელწოდება: სახა) ერი, [[იაკუტიის ავტო...
(განსხვავება არ არის)

10:50, 14 დეკემბერი 2008-ის ვერსია

იაკუტები

(საკუთარი სახელწოდება: სახა) ერი, იაკუტიის ავტონომიური რესპუბლიკის მკვიდრი მოსახლეობა. ცალკეულ ჯგუფებად ცხოვრობენ კრასნოიარსკის მხარის ჩრდილოეთ რაიონებში, მაგადანის, სახალინის და ამურის ოლქებში. საერთო რაოდენობა 296 000, მათ შორის იაკუტიის ავტონომიურ რესპუბლიკაში 286 000 (1970 წლის აღწერა). ენა- იაკუტური, განეკუთვნება თურქული ენების ჩრდილო-ღმოსავლურ ჯგუფს. არქეოლოგიური და ეთნიკურ მონაცემებით იაკუტები ჩამოყალიბდნენ ბაიკალისპირეთიდან გადმოსახლებული სამხრეთ თურქულენოვანი ტომების მიერ ადგილობრივი ტომების ასიმილაციის შედეგად. ვარაუდობენ, რომ იაკუტების სამხრეთ წინაპართა ბოლო ტალღამ შუა ლენაზე XIV-XV საუკუნეებში შეაღწია. ზოგიერთი ლოკალური ჯგუფი, მაგალითად ჩრდილო-დასავლეთ მეირმეები, შედარებით ახალია, რომელიც წარმოიქმნა ევენკების ცალკეული ჯგუფების ცენტრალური რაიონებიდან გამოსულ იაკუტებთან შერევის შედეგად. რუსეთთან შეერთებამ(XVII საუკუნის 20-30ანი წლები) დააჩქარა იაკუტების სოციალ-ეკონომიური და კულტურული განვითარება და ცალკეული ტომების ერთმანეთთან დაახლოება. XVII-XIX საუკუნეებში იაკუტების მთავარი საქმიანობა იყომსხვილფეხა მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და თევზჭერა. ხელოსნობიდან განვითარებული იყო მჭედლობა. ცხოვრობდნენ ე.წ. ბალაგანში (იურტა). XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იაკუტების უმრავლესობამ ქრისტიანობა მიიღო, მაგრამ დიდხანს იყო შემორჩენილი შამანისტური რწმენა-წარმოდგენები. სოციალური განვითარების პროცესში ძირფესვიანად გარდაიქმნა იაკუტების ეკონომიკა, ყოფა და კულტურა.