თურქოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
თავდაპირველად თურქოლოგია უმთავრესად ვითარდებოდა როგორც [[ფილოლოგია|ფილოლოგიური]] დისციპლინა. მისი მნიშვნელოვანი წყაროა: მდინარე [[ორხონი]]სა და [[ენისეი]]ს ზემო წელზე აღმოჩენილი წარწერები (უმთავრესად [[VII საუკუნე|VII]]-[[X საუკუნე|X საუკუნეებში]]), ძველი უიღურული დამწერლობის ძეგლები, შუა საუკუნეების [[არაბული ენა|არაბულ]]- და [[სპარსული ენა|ნასპარსულენოვანი]] ავტორების გეოგრაფიული და ისტორიული თხზულებანი, რომლებიც ძვირფას მასალას წარმოადგენენ [[თურქული ენები]]ს და მასზე მოლაპარაკე ტომთა ისტორიისათვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სწავლული თურქი [[მაჰმუდ ქაშგარი]]ს ([[XI საუკუნე|XI ს.]]) თხზულებას „დივანუ ლუღათ ათ-თურქ“ („თურქულ ენათა ლექსიკონი“), რომელიც შეიცავს [[ენათმეცნიერება|ლინგვისტური]], [[ისტორია|ისტორიული]], [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიული]] და [[ფოლკლორი|ფოლკლორული]] ხასიათის უამრავ ცნობას [[თურქულენოვანი ხალხები]]ს შესახებ. თურქული დამწერლობა განვითარდა ერთი მხრივ დასავლეთში - [[სელჩუკები|სელჩუკთა]] სახელმწიფოში, [[თურქეთი|თურქეთსა]] და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], მეორე მხრივ აღმოსავლეთში - ქაშგარში, [[ხვარაზმი|ხვარაზმში]], [[სამარყანდი|სამარყანდში]], [[ბუხარა]]ში და სხვაგან. თურქული დამწერლობის დასავლურ ძეგლებს მიეკუთვნება [[XIII საუკუნე|XIII]]-[[XVII საუკუნე|XVII საუკუნეებში]] შექმნილი მრავალი თხზულება ძვ. ანატოლიურ-თურქულ ([[ოსმალური ენა|ოსმალურ]]) და ძვ. [[აზერბაიჯანული ენა|აზერბაიჯანულ ენებზე]]; ხოლო აღმოსავლურ ძეგლებს - [[XIV საუკუნე|XIV]]-[[XVI საუკუნე|XVI საუკუნეებში]] შუა აზიის თურქულ სამწერლობო [[ენა|ენებზე]] შექმნილი [[ლიტერატურა|ლიტერატურული]] ძეგლები. ერთ-ერთი მათგანის, საკუთრივ ძველი [[უზბეკური ენა|უზბეკური ენის]] ფუძემდებლად ითვლება [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] პოეტი [[ალიშერ ნავოი]].
 
პირველმა ცნობამ [[თურქები]]ს შესახებ ევროპაში [[ჰუნები]]ს შემოსევების დროს ([[IV საუკუნე|IV]]-[[V საუკუნე|V სს.]]) შეაღწია. თურქებისადმი ინტერესი გაიზარდა [[XI საუკუნე|XI]]-[[XIII საუკუნე|XIII საუკუნეებში]] სელჩუკებთან [[ბიზანტია|ბიზანტიისა]] და [[ჯვაროსნული ომები]]ს დროს. ეს ინტერესი უფრო გაფართოვდა თურქების მიერ [[კონსტანტინოპოლი]]ს დაპყრობისა ([[1453]]) და [[ევროპა]]ში მათი შეჭრის საფრთხის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამ დროიდან მოიპოვება ბერძენი და ბიზანტიელი ისტორიკოსების ცნობები მცირე აზიის სელჩუკთა სასულთნოსა და თურქთა [[სახელმწიფო]]ს შესახებ. [[XV´საუკუნე|XV]]-[[XVI საუკუნე|XVI საუკუნეებში]] აღწერეს ოსმალეთისა სახელმწიფო თურქთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა ევროპელებმა (გერმანელიგერმანელმა ჰ.[[ჰანს შილტბერგერი|ჰანს შილტბერგერმა]], ფრანგიფრანგმა [[ბუსიკო|ბუსიკომ]], ჩეხიჩეხმა [[ვრატისლავი|ვრატისლავმა]] და სხვებმა). გამოქვეყნდა ევროპელი მოგზაურებისა და დიპლომატების ჩანაწერები (ფრანგი ჟ. შესნო, ავსტრიელი ო. ბუსბეკი, ჩეხი ვრატისლავი, იტალიელი [[პიეტრო დელა ვალე]] და სხვები). [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნეებში]] ევროპაში თურქულის შესწავლა უმთავრესად პრაქტიკულ მიზნებს ისახავდა - გაერკვიათ ოსმალური სახელმწიფოს პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების საფუძვლები (ლ. მარსილი, მ. დ‘ოსონი, მ. ბელენი და სხვები). თურქეთის ისტორიის მეცნიერულ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა ი. ჰამერ-პურგშტალმა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვით ევროპელ მეცნიერებებს (ჰ. გიბონი, ფ. გიზე, ფ. კრელიცი, პ. ვიტეკი, ფ. ბაბინგერი, რ. მანტრანი, რ. მერიმანი, ბ. ლუისუ, ა. იორგა და სხვები). [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასასრულს [[ბუდაპეშტი|ბუდაპეშტსა]] და ჰელსინგფორსში დაინტერესდნენ [[რუსეთის იმპერია]]ში მოსახლე თურქული მოდგმის ხალხების ([[ჩუვაშები]], [[თათრები]], [[ბაშკირები]]) შესწავლით.
 
[[XIX საუკუნე|XIX]]-[[XX საუკუნე|XX საუკუნეებში]] ფართო თურქოლოგიური კვლევა-ძიება გაიშალა [[გერმანია]]ში, [[ინგლისი|ინგლისში]], [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[უნგრეთი|უნგრეთში]], [[აშშ]]-ში, [[იაპონია]]სა და სხვა ქვეყნებში (ვ. თომსენი, ჟ. დენი, ვ. ბანგი, დ. ნემეთი, კ. შირატორი, ნ. პოპე, ა. ფონ გაბენი, ჯ. კლოსონი, კ. გრინბეხი, კ. მენგესი და სხვები).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თურქოლოგია“-დან