თურქოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება
ხაზი 19:
დღეს თურქოლოგია ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული დარგია [[საქართველო]]ში, სადაც მას ძირითადად ორი – [[ფილოლოგია|ფილოლოგიისა]] და [[ქვეყანათმცოდნეობა|ქვეყანათმცოდნეობითი]] მიმართულებით შეისწავლიან ქვეყნის სხვადასხვა [[ქალაქი|ქალაქების]], [[თბილისი]]ს, [[ქუთაისი]]სა და [[ბათუმი]]ს უმაღლეს სასწავლებლებში. გარდა ამისა [[თბილისი|თბილისში]], [[ქუთაისი|ქუთაისსა]] და [[ბათუმი|ბათუმში]] ფუნქციონირებს ე.წ. თურქული სკოლები, სადაც დაინტერსებულთ საშუალება აქვთ ადრეული ასაკიდან დაეუფლონ უდიდესი მეზობლის [[ენა]]ს.
 
ქართული თურქოლოგიის ფუძემდებლად მიჩნეულია [[სერგი ჯიქია]]. თურქოლოგიური კვლევა მიმდინარეობს თსუ-ში, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტუტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის,არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. ეს კვლევა-ძიება მოიცავს საქართველოსა და მისი მეზობელი თურქულენოვანი ხალხების ენობრივი, კულტურისა და ლიტერატურის ურთიერთობის, თურქეთის ისტორიის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებს. აღსანიშნავია ის მიღწევები, რომლებიც მოპოვებულია თურქულ, აზერბაიჯანული და უზბეკური ენებისა და მათი დიალექტების შესწავლაში. ჩვენში ფართოდაა გაშლილი მთარგმნელობითი მუშაობა. სპეციალისტების მიერ ქართულად თარგმნილი და გამოქვეყნებულია თურქი, აზერბაიჯანელი, უზბეკი და სხვა მწერლების ნაწარმოებები. თურქული, აზერბაიჯანული, უზბეკური ხალხური ზღაპრები. დიდი ყურადღება ექცევა თურქული ძეგლების პუბლიკაციას. გამოქვეყნებულია ბევრი მნიშვნელოვანი თურქული საარქივო დოკუმენტი. ქართულ ენაზე ითარგმნა თურქული წყაროები (ნაიმა, ფეჩევი, სელანიკი, ევლია ჩელები და სხვა), რომლებიც საყურადღებო ცნობებს შეიცავენ საქართველოს შესახებ. გამოქვეყნდა შრომები თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე და სხვა.
ქართული თურქოლოგიის ფუძემდებლად მიჩნეულია [[სერგი ჯიქია]].
 
 
თბილისის [[ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი|ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა]] და [[თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი|აზიისა და აფრიკის ინსტიტუტებში]] შეისწავლიან აგრეთვე [[აზერბაიჯანული ენა|აზერბაიჯანულ]] და [[უზბეკური ენა|უზბეკურ]] ენებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თურქოლოგია“-დან