თურქოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 3:
== თურქოლოგიის ისტორია ==
 
თავდაპირველად თურქოლოგია უმთავრესად ვითარდებოდა როგორც [[ფილოლოგია|ფილოლოგიური]] დისციპლინა. მისი მნიშვნელოვანი წყაროა: მდინარე [[ორხონი]]სა და [[ენისეი]]ს ზემო წელზე აღმოჩენილი წარწერები (უმთავრესად [[VII საუკუნე|VII]]-[[X საუკუნე|X საუკუნეებში]]), ძველი უიღურული დამწერლობის ძეგლები, შუა საუკუნეების [[არაბული ენა|არაბულ]]- და [[სპარსული ენა|ნასპარსულენოვანი]] ავტორების გეოგრაფიული და ისტორიული თხზულებანი, რომლებიც ძვირფას მასალას წარმოადგენენ [[თურქული ენები]]ს და მასზე მოლაპარაკე ტომთა ისტორიისათვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სწავლული თურქი [[მაჰმუდ ქაშგარი]]ს ([[XI საუკუნე|XI ს.]]) თხზულებას „დივანუ ლუღათ ათ-თურქ“ („თურქულ ენათა ლექსიკონი“), რომელიც შეიცავს [[ენათმეცნიერება|ლინგვისტური]], [[ისტორია|ისტორიული]], [[ეთნოგრაფია|ეთნოგრაფიული]] და [[ფოლკლორი|ფოლკლორული]] ხასიათის უამრავ ცნობას [[თურქულენოვანი ხალხები]]ს შესახებ. თურქული დამწერლობა განვითარდა ერთი მხრივ დასავლეთში - [[სელჩუკები|სელჩუკთა]] სახელმწიფოში, [[თურქეთი|თურქეთსა]] და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], მეორე მხრივ აღმოსავლეთში - ქაშგარში, [[ხვარაზმი|ხვარაზმში]], [[სამარყანდი|სამარყანდში]], [[ბუხარა]]ში და სხვაგან. თურქული დამწერლობის დასავლურ ძეგლებს მიეკუთვნება [[XIII საუკუნე|XIII]]-[[XVII საუკუნე|XVII საუკუნეებში]] შექმნილი მრავალი თხზულება ძვ. ანატოლიურ-თურქულ ([[ოსმალური ენა|ოსმალურ]]) და ძვ. [[აზერბაიჯანული ენა|აზერბაიჯანულ ენებზე]]; ხოლო აღმოსავლურ ძეგლებს - [[XIV საუკუნე|XIV]]-[[XVI საუკუნეებისაუკუნე|XVI საუკუნეებში]] შუა აზიის თურქულ სამწერლობო [[ენა|ენებზე]] შექმნილი [[ლიტერატურა|ლიტერატურული]] ძეგლები. ერთ-ერთი მათგანის, საკუთრივ ძველი [[უზბეკური ენა|უზბეკური ენის]] ფუძემდებლად ითვლება [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] პოეტი [[ალიშერ ნავოი]].
 
== თურქოლოგია საქართველოში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თურქოლოგია“-დან