ვარიაგები: განსხვავება გადახედვებს შორის

დამატება
(ვარიაგები გადატანილია ვარანგები-ზე)
(დამატება)
'''ვარიაგები''' ([[ბერძნ.]] Βάραγγοι, Βαριάγοι, Várangoi, [[უკრ.]], [[რუს.]] Варяги ) [[სკანდინავია|სკანდინავიის]] მცხოვრებთა ძველი რუსული სახელწოდება, წარმოდგება ძველი სკანდინავიური სახელისაგან vaeringiar - [[ნორმანები|ნორმანი]] მეომრები, რომლებიც ბიზანტიის ჯარში მსახურობდნენ. აქედან გავრცელდა არაბულში და ქართულში („ვარანგ“), სომხურში („ვრანგ“) და ა. შ. XVIII საუკუნემდე რუსები [[ბალტიის ზღვა]]საც ვარიაგთა ზღვას უწოდებდნენ. რუსული ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიებენ „გარდასულ დროთა მოთხრობაში“, სადაც მემატიანე რუსული სახელმწიფო ჩამოყალიბებას უკავშირებს ვარიაგთა მოწვევას[[ ნოვგოროდი|ნოვგოროდში]]; ამ ლეგენდის საფუძველზე XVIII საუკუნეში შეიქმნა ანტიმეცნიერული [[ნორმანული თეორია]] რუსული სახელმწიფოს დაარსების შესახებ. IX-XI საუკუნეებში შინაფეოდალური ომების დროს რუსი მთავრები ხშირად იწვევდნენ ვარიაგთა რაზმების დამხმარე ძალად. სკანდინაველი ვაჭრებთან დაკავშირებული იყო „გზა ვარიაგებიდან საბერძნეთამდე“. XII-XIII საუკუნეებში ვარიაგი ხშირად „კათოლიკესაც“ ნიშნავდა. იმავე პერიოდში ტერმინი „ვარიაგი“ თანდათან გამოდევნა სკანდინმავიელთა კონკრეტული სახელწოდებებმა ([[შვედები]], [[ნორვეგიელები]]).
'''ვარანგები''' ანუ '''ვარიაგები''' (ბერძნული: Βάραγγοι, Βαριάγοι, Várangoi, სლავური: Варяги ) [[ნორმანები|ნორმანების]] ანუ [[ვიკინგები|ვიკინგების]] სახელწოდებაა ქართულ ისტორიულ წყაროებში.
 
"[[მატიანე ქართლისა]]":
<blockquote>
და მოვიდეს ვარანგნი სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს; გარდამოიტანა თანა შჳდასი კაცი. და მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა; და ამათ ვარანგთა მესხნი ვერ-ღა-რა მოილოდინნეს, მივიდეს, და შეიბნეს თავსა სასირეთისა ჭალისასა; გაიქცა შიდა ლაშქარი. და ომსა ამას-ვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანი-ცა დიდებულნი მის თანა, ვერ-ღა-რა უძლეს ბრძოლად ვარანგთა; მისცნა ლიპარიტ პაშტნი და წინა მათსა პურსა უკაზმიდეს; და ეგრეთ ლიხნი გარდავლეს.
ანონიმური მომხმარებელი