მახრჩობელასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
}}
'''მახრჩობელასებრნი''', ''ცრუფეხანი'' (Boidae), [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავალთა]] ოჯახი [[გველები]]ს რიგისა. მუცლის ფარები მთელ მუცელს არ უფარავს. ზოგ მახრჩობელასებრნს კბილები ყბათაშორის ძვალზეც აქვს. უკანა კიდურებისაგან შემორჩათ ბრჭყალისებრი გამონაზარდები, მცირე ზომის ბარძაყისა და მენჯის ძვლები. აქვთ 1 ან 2 ფილტვი, მეტად მძლავრი სხეულის მუსკულატურა. მახრჩობელასებრთა ოჯახი შეიცავს როგორც დიდ გველებს — სიგრძით 10 მ-მდე (ბადებრივი პითონი), ისე პატარა ფორმებს (0,5 მ-მდე). ოჯახში 23 გვარის 80 სახეობაა. გავრცელებული არიან ყველა [[კონტინენტი]]ს სუბტროპიკებსა და ტროპიკებში, აგრეთვე წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ბინადრობენ ამაზონის ჭაობიანი ტყეებიდან შუა აზიის უდაბნოებამდე. იკვებებიან სხვადასხვა [[ხერხემლიანები]]თ. მსხვერპლს იჭერენ კბილებით, ეხვევიან სხეულის რგოლებით და ახრჩობენ (აქედანაა სახელწოდება). ცნობილია განსაკუთრებით მსხვილ ეგზემპლართა თავდასხმის შემთხვევები ადამიანზე. ბევრი მახრჩობელასებრნის ტყავი გამოიყენება სხვადასხვა ნაკეთობის დასამზადებლად, ხორცი საკვებად.
 
თავდაპირველად [[მახრჩობელასებრნი|მახრჩობელათა]] ოჯახი იყოფოდა 3 დიდ ქვეოჯახად — [[პითონები]], [[მახრჩობელები]] და [[ბოლიერინი]]. ამჟამად პითონებსა და ბოლიერინს ცალკე ოჯახად განიხილავენ, ხოლო [[მახრჩობელასებრნი|მახრჩობელათა]] ოჯახში კი აერთიენებენ 2 ქვეოჯახს - [[მახრჩობელები]] (ანუ [[ახალი სამყარო|ახალი სამყაროს]] მახრჩობელები, ნამდვილი ბოა, ნამდვილი მახრჩობელები) და ქვეოჯახი - [[Erycinae]], ანუ [[ძველი სამყარო|ძველი სამყაროს]] მახრჩობელები (მთხრელი ფორმები. 3 გვარი 15 სახეობით, მათ შორის 1 სახეობა - Eryx jaculus ანუ [[დასავლური მახრჩობელა]], აღმოსავლეთ საქართველოშიცაა გავრცელებული.
 
 
== ქვეოჯახები ==
 
{|cellspacing=0 cellpadding=2 border=1 style="border-collapse: collapse;"
!bgcolor="#f0f0f0"|ქვეოჯახი
!bgcolor="#f0f0f0"|ტაქსონის ავტორი
!bgcolor="#f0f0f0"|გვარი
!bgcolor="#f0f0f0"|სახეობა
!bgcolor="#f0f0f0"|სახელწოდება
!bgcolor="#f0f0f0"|გავრცელების არეალი
|-
|[[მახრჩობელები]]
|[[ჯონ ედვარდ გრეი|გრეი]], 1825
|align="center"|5
|align="center"|28
|ნამდვილი მახრჩობელები, ნამდვილი ბოა
|style="width:40%"|[[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალური]] და [[სამხრეთ ამერიკა]], [[აფრიკა]], [[მადაგასკარი]], [[რეუნიონი]], [[მავრიტიუსი]], [[მალუკუს კუნძულები]] და [[ახალი გვინეა]].
|-
|[[Erycinae]]
|[[ჩარლზ ლუციენ ბონაპარტი|ბონაპარტი]], 1831
|align="center"|3
|align="center"|15
|ძველი მსოფლიოს ქვიშის მახრჩობელები, ქვიშის მახრჩობელები
|სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი [[ევროპა]], [[მცირე აზია]], ჩრდილო, ცენტრალური, დასავლეთი და აღმოსავლეთი აფრიკა, [[არაბეთი]], ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთი [[აზია]], [[ინდოეთი]], [[შრი-ლანკა]]. ასევე, სამხრეთ-დასავლეთი [[კანადა]], [[აშშ|აშშ-ს]] დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი [[მექსიკა]].
|-
|}
ცენტრული გვარი = ''[[ბოა (გვარი)|ბოა]]'' - გრეი, 1825
 
 
==ლიტერატურა==