გველგესლასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
| ტიპი = [[ქორდიანები]]
| კლასი = [[ქვეწარმავლები]]
| რიგი = [[ხვლიკისნაირნიქერცლიანები]]
| ქვერიგი = [[გველები]]
| ოჯახი = '''გველგესლასებრნი'''
ხაზი 16:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''გველგესლასებრნი''' (Viperidae), შხამიანი გველების ოჯახი. აერთიანებს 4 ქვეოჯახს.
'''გველგესლასებრნი''' (Viperidae), შხამიანი გველების ოჯახი. აქვთ მოკლე, მოძრავად შესახსრებული ზედა ყბის ძვალი და მის წინა კიდეზე ერთი ან ორი დიდი კბილი, რომელთა მილები შხამიან ჯირკვლებს უკავშირდება. უმრავლესობის თვალის გუგა ვერტიკალურია. სუნთქვის ორგანოა ე. წ. ტრაქეული ფილტვი. ცნობილია გველგესლასებრთა 10 გვარი, რომელშიც გაერთიანებულია 60-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (მადაგასკარის გარდა). ცხოვრობენ მიწაზე, ხეებსა და სოროებში. აქტიურობენ მეტწილად საღამო ხანს და ღამით. გაღიზიანებულები სპირალურად ეხვევიან, იბერებიან, ძლიერ სისინებენ და ელვის სისწრაფით ესხმიან თავს მსხვერპლს. გველგესლასებრნი ძირითადად იკვებებიან მცირე ზომის მღრღნელებით, პატარა ფრინველებით და ხვლიკეპბით, ზოგნი — მწერებით. უმრავლესობა [[კვერცხცოცხლადშობა|კვერცხცოცხლადმშობია]]. საკუთრივ [[გველგესლა]]ს (Vipera) გვარში 11-13 სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ოთხი სახეობა ველის გველგესლა (Vipera ursini), [[კავკასიური გველგესლა]] (Vipera kaznakovi), [[ცხვირრქოსანი გველგესლა]] (Vipera ammodytes) და [[გიურზა]], რომელიც თავის მონათესავეთა შორის ყველაზე დიდია. აფრიკული გველგესლას (Bitis) გვარი აერთიანებს 8-10 სახეობას. ეფას გვარის სახეობები გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, სახმრეთ-დასავლეთ და დასავლეთ ტრამალებში. მიწის გველგესლას (Atractaspis) გვარის სახეობები უმეტესად აფრიკაში ბინადრობენ. გველგესლასებრთა, მაგ. Bitis-ის შხამი საზიანოა ადამიანისათვის — შლის სისხლის წითელ უჯრედებს, აზიანებს ნერვულ სისტემას. მრავალი სახეობის ნაკბენი სახიფათოა ცხოველისთვისაც. გველგესლასებრთაგან მიღებულ [[გველის შხამი|გველის შხამს]] მედიცინაში იყენებენ.
 
==ქვეოჯახები==
{|cellspacing=0 cellpadding=2 border=1 style="border-collapse: collapse;"
!bgcolor="#f0f0f0"|ქვეოჯახი
!bgcolor="#f0f0f0"|ტაქსონის ავტორი
!bgcolor="#f0f0f0"|გვარი
!bgcolor="#f0f0f0"|სახეობები
!bgcolor="#f0f0f0"|სახელწოდება
!bgcolor="#f0f0f0"|გავრცელების არეალი
|-
|[[Azemiopinae]]
|ლიემი, მარქსი & რაბი, 1971
|align="center"|1
|align="center"|1
|ფეას გველგესლა
|style="width:40%"|[[მიანმარი]], სამხრეთ-აღმოსავლეთი [[ტიბეტი]] სამხრეთ [[ჩინეთი|ჩინეთის]] გასწვრივ (ფუჯიენი, [[გუანგხი]], [[ჯიანგხი]], [[კვეიჩოუ]], [[სიჩუანი]], [[იუნანი]], [[ზეჯიანგი]]) სამხრეთ [[ვიეტნამი|ვიეტნამამდე]].
|-
|[[Causinae]]
|[[ედვარდ დრინკერ კოპი|კოპი]], 1859
|align="center"|1
|align="center"|6
|ღამის გველგესლები
|[[აფრიკა|აფრიკა]], [[საჰარა|საჰარის უდაბნოს]] გამოკლებით.
|-
|[[ჩხრიალა გველისებრნი]]
|[[ნიკოლაზ მაიკლ ოპელი|ოპელი]], 1811
|align="center"|18
|align="center"|151
|ღრმულთავიანები, ჩხრიალა გველისებრნი
|სამხრეთ [[ევროპა|ევროპიდან]] მოყოლებული აღმოსავლეთით [[აზია|აზიის გავლით]] [[იაპონია|იაპონიამდე]], [[ტაივანი]], [[ინდონეზია]], [[ინდოეთი]] და [[შრი ლანკა]]. სამხრეთ [[კანადა|კანადიდან]] მოყოლებული სამხრეთით [[მექსიკა|მექსიკისა]] და [[ცენტრალური ამერიკა|ცენტრალური ამერიკის]] გავლით [[სამხრეთ ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] კონტინენტის სამხრეთ ნაწილამდე.
|-
|[[გველგესლები]]
|[[ნიკოლაზ მაიკლ ოპელი|ოპელი]], 1811
|align="center"|12
|align="center"|66
|ნამდვილი გველგესლები
|ევროპა, აზია და აფრიკა.
|-
|}
ცენტრული გვარი = ''[[გველგესლა]]'' - ლავრენტი, 1768
 
==ლიტერატურა==
*''ჯანაშვილი ა.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 138, თბ., 1978
 
[[კატეგორია:გველგესლასებრნი|*]]