მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო: განსხვავება გადახედვებს შორის

ვიკიფიცირება
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
(ვიკიფიცირება)
{{შესავალიაკლია}}
{{ვიკიფიცირება}}
 
==დაარსება==
1990 წლის 11-13 მარტს ფილარმონიაში მოწვეული იქნა ანტისაბჭოთა და ეროვნული ძალების კონფერენცია, რომელზეც მიწვეული იყო იმ დროს საქართველოში მოქმედი აბსოლუტურად ყველა არაფორმალური გაერთიანება და რომლის მიზანიც იყო შექმნილიყო ორგანო - საკოორდინაციო საბჭოს სახით (ორ-ორი კაციწარმომადგენელი ყოველი პარტიიდან), რომელიც დაისახავდა ერთიან მიზნებს და კოორდინაციას გაუწევდა ანტისაბჭოთა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა აქციას.
 
კონფერენციის დაწყებისთანავე გამოიკვეთა ორი - მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია:
 
* რადიკალური ეროვნული მოძრაობის ძალები, რომლებიც შემოიკრიბნენ [[ზვიად გამსახურდია]]ს გარშემო აუცილებლად თვლიდნენ საბჭოთა კანონების გამოყენებას, სსრკ კანონის ფარგლებში არჩევნების ჩატარებას, არჩევნების მოგებას და ამ გზით დაფუძნებული ლეგიტიმური ხელისუფლების გამოყენებას საქართველოს [[საბჭოთა კავშირისკავშირი]]ს შემადგენლობიდან კანონიერი, ლეგიტიმური გასვლისათვის (<ref>ამ გზას მაშინ „ლიტვის გზას“ უწოდებდნენ -, რამდენადაც ლიტვამ[[ლიტვა]]მ 1990 წლის 11 მარტს სწორედ ამ გზით დაიწყო სსრკ-დან გასვლა).</ref>
* სხვა პრო-დისიდენტური და ანტისაბჭოთა ძალები, რომელნიც შემოკრებილნი იყვნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტის ([[გიორგი ჭანტურია]]), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტის (თავმჯდომარე [[ირაკლი წერეთელი]]), კონსერვატორული პარტის ([[თემურ ჟორჟოლიანი,]]) საქართველოს "[[მხედრიონი]]ს" ([[ჯაბა იოსელიანი]]) გარშემო და იდეოლოგიურად მისდევდნენ [[ანდრეი სახაროვი|ანდრეი სახაროვს]], [[მერაბ მამარდაშვილი|მერაბ მამარდაშვილს]], [[ნიკო ჭავჭავაძეს]], [[რევაზ ჩხეიძესჩხეიძე]]ს. ეს ძალები არჩევნების გზით პოლიტიკურ განვითარებას შეუძლებლად თვლიდნენ და მოითხოვდნენ პირველ რიგში მიღწეული ყოფილიყო [[საბჭოთა არმია|საბჭოთა არმიის]] გაყვანა საქართველოდან. ზოგადად მათი პოლიტიკური კრედო იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.
 
ზვიად გამსახურდიამ კონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ საკოორდინაციო საბჭო პრო-დისიდენტური ძალების შემოთავაზებული მიზნით და პროგრამით შეიქმნებოდა მაშინ ეროვნული მოძრაობა გადაიქცეოდა „ანტიეროვნულ“ მოძრაობად და დატოვა კონფერენცია. მასთან ერთად კონფერენცია დატოვა კიდევ რამოდენიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომელთაც შემდგომ შექმნეს პოლიტიკური ალიანსი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო".
 
==სამოქმედო პროგრამა==
 
ამის შემდეგ შექმნილმა „მრგვალმა მაგიდამ“ დაიწყო შემდგომი სამოქმედო პროგრამის შემუშავება, რომელიც 1990 წლის მაისის ბოლოსთვის უკვე მზად იყო. პირველად ეს პროგრამა წარდგენილი იქნა [[თსუ]]-ს პროფესორ-მასწავლებელთა და ქართველი ინტელიგენციის წინაშე, თბილისის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის სააქტო დარბაზში, მაისის მესამე დეკადაში.
 
{{პოლიტიკური პარტია}}