ნასოფლარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ნასოფლარი''', ძველი სოფლის ნაშთები, [[არქეოლოგია|არქე...
 
+კატ.
ხაზი 1:
'''ნასოფლარი''', ძველი [[სოფელი|სოფლის]] ნაშთები, [[არქეოლოგია|არქეოლოგიურ]] ძეგლთა ერთ-ერთი კატეგორია. ნასოფლარი ისეთი [[ნამოსახლარი]]ა, რომლის ძველი მოსახლეობა უპირატესად [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის]] დარგებს ([[მიწათმოქმედება]], ბინადარ [[მესაქონლეობა]]ს ან [[თევზჭერა]]ს) მისდევდა. ნასოფლარების გათხრის შედეგად ვლინდება საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები, საყოფაცხოვრებო ნივთები, მონეტები და სხვა. ნასოფლარებთან უმეტესად დაკავშირებულია სამაროვნებიც. უძველესი ნასოფლარები ნეოლოთის ხანას განეკუთვნება. ნასოფლარები ზოგჯერ მრავალფენიანია, გარეგნულად ჩვეულებრივი გორებია. [[საქართველო]]ში ძვ. წ. VI-IV ათასწლეულის ნასოფლარები შესწავლილია [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]] ([[შულავრის გორა]], [[იმირის გორა]] და სხვა). ძვ. წ. III ათასწლეულის [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის კულტურის]] ნასოფლარებიც უმეტესად გორებზეა განლაგებული ([[ხიზანაანთ გორა]], [[ქვაცხელები]] და სხვა). ცნობილია აგრეთვე ტერასებზე განლაგებული ნასოფლარიებიც ([[ამირანის გორა]]). განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ცნობილი შუა საუკუნეების საქართველოში მტრის გამანადგურებელი შემოსევების შედეგად გაჩენილი ნასოფლარები.
 
==ლიტერატურა==
*''გაგოშიძე ი.'', [[ქსე]], ტ. 7, გვ. 326, თბ., 1984
 
[[კატეგორია:არქეოლოგიური ძეგლები]]
[[კატეგორია:სოფლები|*]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნასოფლარი“-დან