განხილვა:ზვიად გამსახურდია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
თარგი
ხაზი 30:
 
:სტატია ნამდვილად საჭიროებდა ზედმეტი პათეტიკისგან გათავისუფლებას, მაგრამ, ვერასგზით ვერ დაგეთანხმებით, რომ განსჯა და ანალიზი არ არის საჭირო: უკვე საკმაო დროა გასული იმისთვის, რომ ქართველი საზოგადოების წინაშე წარმოჩენილ იქნას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ობიექტური ხატება. რა თქმა უნდა, იყო საკმაოდ სერიოზული შეცდომები, მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ქვეყნის სათავეში იდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან მოსული ძალა, რომელსაც არ ჰქონდა ქვეყნის მართვის გამოცდილება და, რომელსაც, გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, აკლდა პოლიტიკისთვის აუცილებელი პრაგმატიზმი და პოლიტიკური ლავირების უნარი. ამასთან, არ არის მართალი, რომ 2 სექტემბრის შემდეგ სამხედრო გადატრიალებამდე (ეს იყო კლასიკური სამხედრო გადატრიალება და არა "თბილისის ომი") "არაერთი ოპოზიციური მიტინგი იყო დარბეული". არც ის შეესაბამება ბოლომდე სიმართლეს, რომ იზღუდებოდა ეთნიკური უმცირესობების უფლებები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ე.წ. "ეთნიკური კონფლიქტები" ყოფილი საბჭოთა იმპერიის სივრცეზე (ბალტიისპირეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, საქართველოში, უკრაინაში) ინსპირირებული იყო საბჭოთა რეჟიმის სპეცსამსახურების მიერ და წარმოადგენდა სერიოზულ ბერკეტს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის მებრძოლი რესპუბლიკების წინააღმდეგ სამოქმედოდ. სამწუხაროდ, სეპარატისტულ ძალებზე დაყრდნობით მათ მოახერხეს ამ ნაღმის აფეთქება შიდა ქართლში (დღეს თავად ის ძალები, რომლებიც თავის დროზე სეპარატისტების მხარეზე იყვნენ და იარაღით ებრძოდნენ საქართველოს, კარგად ხვდებიან მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს და ამჟამად მეტად კონსტრუქციულ მოღვაწეობას ეწევიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის). სამაგიეროდ, კრემლის ემისრებმა ეს ვერ მოახერხეს აფხაზეთში (იქ ყველაფერი აწეწა შევარდნაძემ სამხედრო გადატრიალების და საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზვიად გამსახურდია იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც თუნდაც სამი უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებით (1. 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული და არასაბჭოთა საპარლამენტო არჩევნები; 2. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი და 3. ამ რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს) სამუდამოდ, ოქროს ასოებით ჩაწერა თავისი სახელი საქართველოს ისტორიაში. გარდა ამისა, იგი გახლდათ ბრწყინვალე მკვლევარი და ლიტერატორი. დღეს ეს ადამიანი სავსებით სამართლიანად განისვენებს მთაწმინდის პანთეონში. --[[მომხმარებელი:ლევზურ|ლევან ურუშაძე]] 16:31, 9 სექტემბერი 2007 (UTC)
 
სტატიის ზოგიერთი მონაკვეთი ამოღებულია სხვა საიტებიდან, მაგ. http://www.ghn.ge/index.php?m=2&newsid=50020&catid=&date=2007.03.28, შესაბამისად თავიდანაა გადასაწერი სხვა ენით. აქვე ვინმეს თუ შეუძლია ოჯახზე ინფო შეავსოს, ან მასალა მოგვაწოდოს. გმადლობთ.--[[User:Rastrelli F|<span style="color:#000000;font-family:Brush Script Std;font-size:13pt">Rastrelli</span>]] [[User Talk:Rastrelli F|<span style="color:#000000;font-family:Brush Script Std;font-size:13pt">F</span>]] 17:44, 17 ნოემბერი 2008 (UTC)
გვერდ „ზვიად გამსახურდია“-ზე დაბრუნება.