ნაკადული (გამომცემლობა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+კატ.
ხაზი 1:
{{მმ*|ნაკადული (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''„ნაკადული“''', [[ქართული ენა|ქართული]] სპეციალიზებული საბავშვო და ახალგაზრდული გამომცემლობა. დაარსდა [[1938]] წელს [[თბილისი|თბილისში]] „საბლიტგამის“ სახელწოდებით. 1960 წლიდან ეწოდება „ნაკადული“. გამოსცემდა ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას, უცხოური ლიტერატურის შედევრებს. მისი სერიული გამოცემებია:„იყო და არა იყო რა“, „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები“, „მშვენიერების სამყაროში“, „ჩვენი სახელოვანი თანამემამულენი“, „ქართველები დიდ სამამულო ომში“ და სხვა. ბიბლიოთეკებია „ქართული პოეზია“, „პიონერი“, „ქართული საყმაწვილო ლიტერატურა“ და სხვა. პერიოდული ალმანახებია: „ჩვენი კოცონი“, „ფრესკა“, „ჯეჯილი“, „ცოდნის კარი“. წიგნები დასურათებულია გამოჩენილი ქართველი მხატვრების მიერ. „ნაკადულის“ გამგებლობაში იყო საბავშვო წიგნის სახლი, რომელიც გამოსაცემად ამზადებდა თეორიული, კრიტიკული, კვლევითი და ბიბლიოგრაფიული ხასიათის წიგნებს. ყოველწლიურად გამოსცემდა 150 დასახელების წიგნებს 3 მლნ. ცალ საერთო ტირაჟით.
 
==ლიტერატურა==
* ''გოგოხია ლ.,'' [[ქსე]], ტ. 7, გვ. 301, თბ., 1984
 
[[კატეგორია:საქართველოს გამომცემლობები]]