ახალგაზრდა მარქსისტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
94.43.239.83-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს 81.16.240.64-ის მიერ რედაქტირებული ვერს
ხაზი 1:
'''"ახალგაზრდა მარქსისტები"''', საქართველოს ახალგაზრდული სოციალურ-დემოკრატიული (მენშევიკური) ორგანიზაცია. შეიქმნა [[1915]] წელს [[თბილისი|თბილისში]] [[მარქსიზმი]]ს შემსწავლელი წრეების სახით. ორგანიზაციის მთელ პრაქტიკულ საქმიანობას მენშევიკები ხელმძღვანელობდნენ.
 
1917 წელს "ახალგაზრდა მარქსისტების" კონფერენციამ აირჩია ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაცია 95-96%-ს საშუალო ფენებიდან გამოსული ახალგაზრდობა და მოსწავლეები შეადგენდნენ. იგი აერთიანებდა 4500-მდე წევრს. ჩატარდა 4 კონფერენცია (I - 1916 წლის დეკემბერი, II - 1917 წლის მარტი, III - 1918, IV - 1920 წლის მარტი). "ახალგაზრდა მარქსისტების" ორგანო იყო ყოველკვირეული ჟურნალი [[ახალი კვალი|"ახალი კვალი"]] (1918-1921). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ „ახალგაზრდა მარქსისტების“ ორგანიზაცია ეწეოდა ანტისაბჭოურ აგიტაციას, გამოსცემდა არალეგალურ ფურცლებსა და სხვა მასალებს. 1923 წლის 28 ოქტომბერს „ახალგაზრდა მარქსისტების“ სალიკვიდაციო ყრილობამ მიიღო რეზოლუცია ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ. რეზოლუცია გმობდა „ახალგაზრდა მარქსისტების“ კონტტევოლუციურ საქმიანობას და იზიარებდა ახალგაზრდობის [[კომინტერნი]]ს პლატფორმას. ყრილობის შემდეგ „ახალგაზრდა მარქსისტების“ მცირეერთი ნაწილი, რომელიც უმთავრესად მუშათა და გლეხთა წრიდან გამოსული ახალგაზრდობისაგან შედგებოდა, საქართველოს [[კომკავშირი]]ს რიგებში შევიდა, მეორე - საშუალო ფენების უდიდესი ნაწილი - ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურ იატაკქვეშა მოღვაწეობას განაგრძობდა 1930-იანი წლების დამდეგამდე.
==ლიტერატურა==
* ''დევდარიანი გ.,'' ნარკვევები საქართველოს კომკავშირის ისტორიიდან, ტფ., 1931;
*''მისივე,'' საქართველოს კომკავშირის სათავეებთან, ტფ., 1927;
*საქართველოს კომკავშირის ისტორია, თბ., 1968;
*''თეთვაძე შ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 81, თბ., 1977;
* ''მისივე'', ენციკლოპედია "საქართველო", ტ. I, 1997, გვ. 277