გველბრუცასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
| სახელი = გველბრუცასებრნი
| სურათის ფაილი = Blind snake.jpg
| სურათის სახელი = გველბრუცასებრნიბრამინული გველბრუცა (Ramphotyphlops braminus)
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი =
ხაზი 19:
| არეალის ლეგენდა =
}}
'''გველბრუცასებრნი''' (Typhlopidae), [[გველები]]ს ოჯახი. აქვთ გლუვქერცლიანი ჭიისმაგვარი, 10-80 სმ-მდე სიგრძის სხეული; ქერცლოვანი ფარით დაფარული წვრილი, ზოგჯერ სრულიად შეუმჩნეველი თვალები, ქიცვით დაბოლოებული კუდი, რომელსაც ცოცვის დროს ეყრდნობიან; ზედა ყბაზე განლაგებულია რამდენიმე კბილი. მათი აგებულების თავისებურებები დაკავშირებულია ნიადაგში ცხოვრებასთან. მათი თვალები რედუცირებულია და დაფარულია გამჭირვალე, დამცავი გარსით. სხეული დაფარული აქვთ წვრილი ქერცლებით, კუდი მოკლეა და აღჭურვილია ქაცვებით, გადაადგილებისას გველი კუდს ეყრდნობა. თავი წინიდან მსხვილი ფარებით აქვთ დაფარული, თავის ქალას ძვლები ერთმანეთთან მჭიდროდაა შეერთებული და, როგორც წესი, ზედა ყბაზე აქვთ უკან მიმართული კბილები, ხოლო ქვედა ყბაზე კბილები არ გააჩნიათ. ოჯახი შეიცავს 5-6 გვარს, დაახლ. 170-მდე სახეობით. ყველაზე გავრცელებული გვარია Typhlops (დაახლ. 120 სახეობა), მისი წარმომადგენლები ფართოდ არიან გავრცელებულნი ყველა კონტინენტის ტროპიკულ და სუბტროპიკულ მხარეებში. დანარჩენი 4 გვარი (Helminthopis, Liotyphlops, Typhlopis, Anomalepis) წარმოდგენილია მხოლოდ მცირე რაოდენობით ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. გვარი [[Anomalepis]] განსხვავდება ოჯახის სხვა გვარებისაგან იმით, რომ ქვედა ყბაზე მას გააჩნია წყვილი კბილი. გველბრუცასებრნთა ყველა ამერიკულ გვარს აერთიანებენ [[Anomalepididae]] ოჯახში.
 
 
 
==ლიტერატურა==
 
* ქსე, ტ. 3, გვ. 138, თბ., 1978
 
 
 
== ჩვეულებრივი გველბრუცა ==
 
 
{{ტაქსოდაფა *
| სახელი = ჩვეულებრივი გველბრუცა
| სურათის ფაილი =
| სურათის სახელი = ჩვეულებრივი გველბრუცა
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი =
| ქვეტიპი =
| კლასი = [[რეპტილიები]]
| რიგი = [[გველები]]
| ქვერიგი = [[ბრმაგველები]] (''Scolecophidia'')
| ოჯახი = [[გველბრუცასებრნი]]
| ქვეოჯახი=
| გვარი = [[Typhlops]]
| სახეობა =
| ლათ = Typhlops vermicularis
| ვიკისახეობები =
| itis =
| არეალის რუკა =
| არეალის ლეგენდა =
}}
 
'''ჩვეულებრივი გველბრუცა (Typhlops vermicularis)''' ჩვენი ფაუნის ბრმაგველთა (''Scolecophidia'') ქვერიგის ერთადერთი წარმომადგენელია. სიგრით 30-35 სანტიმეტრი, მომრგვალებული თავითა და მოკლე კუდით. სხეულის შეფერილობა ვარდისფერიდან მუქ წითელ ფერში მერყეობს და დამოკიდებულია პიგმენტის ფერზე. სხეულის ქვედა ნაწილი, ზედასთან შედარებით ღია ფერისაა.
 
ჩვეულებრივი გველბრუცა ფართოდაა გავრცელებული [[ალბანეთი|ალბანეთში]], [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[თურქეთი|თურქეთში]], [[მცირე აზია|მცირე აზიაში]], [[ეგვიპტე|ქვემო ეგვიპტეში]], ახლო აღმოსავლეთში, [[ავღანეთი|ავღანეთში], [[პაკისტანი|პაკისტანში]], [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიაში]], [[დაღესტანი|დაღესტანსა]] და შუა აზიაში. ბინადრობს მთის ძირებში, ბუჩქნარებით დაფარულ ნიადაგში, მეჩხერ ტყეებში ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე. გვხვდება ქვების ქვეშ, სადაც ნიადაგში გაყვანილი აქვს წვრილი გვირაბები. ნიადაგის ზემოთ ამოდის მხოლოდ ძლიერი წვიმების შემდგომ. ბოსტნებსა და ვენახებში შეიძლება ვიპოვოთ ნესვებისა და საზამთროების ქვეშ. ზამთარს მიწაში, ღრმად ატარებს. აქტიურდებიან მარტის ბოლოსა და მაისის დასაწყისში. ჩვეულებრივი გველბრუცას საჭმლის რაციონს წარმოადგენს [[ჭიანჭველა|ჭიანჭველები]] და მათი კვერცხები. მიწის ზემოთ მაქსიმუმ 10-15 წუთი ძლებს, უფრო ხანგრძლივი გაჩერებისას კვდება. შეწყვილება ხდება გაზაფხულზე, აგვისტოს დასაწყისში კი მდედრი დებს 2-8 კვერცხვს, სიგრძეში 20-26 მმ, სიგანეში კი 6-7 მმ. დამალული ცხოვრების წესის გამო გველბრუცას ცოტა მტერი ჰყავს. იშვიათად შეექცევიან მას [[მელია|მელიები]] და სხვა პატარა ფრთოსანი მტაცებლები. ხელში დაჭერისას ჩვეულებრივი გველბრუცა გამოსცემს სპეციფიურ სუნს, რაც მისი დამცავი მექანიზმია. შხამიანი არ არის. თუ შევუქმნით შესაბამის სასიცოცხლო პირობებს შეიძლება ვიყოლიოთ შინაურ პირობებში.
 
 
== ბრამინული გველბრუცა ==
 
 
{{ტაქსოდაფა *
| სახელი = ბრამინული გველბრუცა
| სურათის ფაილი = Ramphotyphlops braminus jja.jpg
| სურათის სახელი = ბრამინული გველბრუცა
| სამეფო = ცხოველები
| ტიპი =
| ქვეტიპი =
| კლასი = [[რეპტილიები]]
| რიგი = [[გველები]]
| ქვერიგი = [[ბრმაგველები]] (''Scolecophidia'')
| ოჯახი = [[გველბრუცასებრნი]]
| ქვეოჯახი=
| გვარი = [[Ramphotyphlops]]
| სახეობა =
| ლათ = Ramphotyphlops braminus
| ვიკისახეობები =
| itis =
| არეალის რუკა =
| არეალის ლეგენდა =
}}
 
'''ბრამინული გველბრუცა (Typhlops braminus)''' სიგრძეში აღწევს 10-12 სანტიმეტრს. გავრცელებულია სამხრეთ აზიაში, [[მადაგასკარი|მადაგასკარზე]], [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთისა]] და [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] სხვადასხვა კუნძულზე. ბრამინულ გველბრუცას ”ქოთნის გველსაც” ეძახიან, რადგან კარგად ძლებს მცენარეთა ქოთნებში, სადაც მცენარის ფესვებში იმალება. ამ გზით იგი გავრცელდა [[მექსიკა|სამხრეთ მექსიკაში]] და [[ჰავაი|ჰავაის კუნძულებზე]]. მდედრი დებს 2-7 მოგრძო კვერცხს სიგრძით 12 და სიგანით 4 მმ-მდე. ამ გველის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს პართენოგენეტიკური გამრავლება. გველის წიწილის გამოჩეკვისათვის საკმარისია ქოთანში აღმოჩნდეს გაუნაყოფიერებელი კვერცხი.
 
[[კატეგორია:გველები]]