ავლაბარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:dadianis.jpg|thumb|250px|ხედი ავლაბარზე რიყედან]]
'''ავლაბარი''', თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი. მდებარეობს [[მტკვარი|მდ. მტკვრის]] მარცხენა მხარეს - [[რიყე (თბილისი)|რიყეს]], [[ჩუღურეთი|ჩუღურეთს]], [[ელია|ელიასა]] და [[ნავთლუღი|ნავთლუღს]] შორის. ამჟამად ისნის რაიონში. ავლაბარს XI-XIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში [[ისანი|"ისანი"]] ეწოდება. სიტყვა "ავლაბარი" XIV საუკუნეში ჩანს დამკვიდრებული, თუმცა "ავლაბრის" პარალელურად "ისანი" შემდეგაც იხმარებოდა. ავლაბრის მთავარი უბნები იყო [[სოღდებილი]] და [[მეტეხი]]. არქეოლოგიური მასალის მიხედვით ჩანს, რომ ავლაბრის ტერიტორია ძვ. წ. ათასწლეულიდან ყოფილა დასახლებული. XVIII საუკუნეში ავლაბარს ორი გალავანი ჰქონდა: ერთი - ავლაბრის გალავანი, რომელიც მთელ ავლაბარს ერტყა გარს, და მეორე - თბილისის ანუ ქალაქის გალავანი - ისან-ავლაბრის მარჯვენა მხარეს მდებარე კალა-თბილისის ციხე-გალავნის გაგრძელება იყო და ფეოდალური ხანის ქალაქის რთულ თავდაცვითს სისტემაში შედიოდა. კალა-თბილისსა და ავლაბარს შუა მტკვარზე უძველესი დროიდან გადებული იყო მეტეხის ანუ ავლაბრის ხიდი. ე. წ. ავლაბრის კარიდან იწყებოდა კახეთის გზა. ავლაბარში მრავალი სავაჭრო-სახელოსნო, ქართული და გვიანდელი სომხური ეკლესია იყო. მატერიალური კულტურის ძეგლტაგან ავლაბარში შემორჩენილია მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი, დარეჯან დედოფლის სასახლე-"საჩინო", ფორაქიშვილების დარბაზი, რამდენიმე ეკლესია და სხვა. ავლაბარი თბილისის მუშათა რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი კერა იყო. აქ იყო ავლაბრის არალეგალური სტამბა.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავლაბარი“-დან