კოდორის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
 
2008 წლის აგვისტოში სეპარატისტებმა რუსეთის რეგულარული არმიის დახმარებით დაიწყეს შტურმი კოდორის ხეობის (ზემო აფხაზეთი) მიმართულებით აფხაზეთის მხრიდან. ამავე დროს სამეგრელოში შემოჭრილი რუსული საოკუპაციო ჯარის ერთი ნაწილი დაიძრა ზემო სვანეთის მიმართულებით, კოდორის ხეობაში შეყვანილი იქნა რუსეთის რეგულარული არმიის კუთვნილი 135 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა, ხეობას განუწყვეტლივ ბომბავდა რუსული ავიაცია,არტილერია მათ შორის ე.წ „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის მწარმოებელი დანადგარები. თავდასხმის შედეგად სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.ხეობაზე შეტევების პარალელურად ზუგდიდის რაიონის დაკავების შემდეგ რუსი ოკუპანტები ზუგდიდი-მესტიის გზით შეეცადნენ ხეობაში გამაგრებული ქართული შენაერთების ალყაში მოქცევას. მოწინააღმდეგის 7 მასირებული შეტევის მოგერიების მიუხედავათ ქართულმა მსუბუქად შეიარაღებულმა საპოლიციო ნაწილებმა ალყაში მოხვედრის შიშით უკან დაიხიეს და 12 აგვისტოს დატოვეს ხეობა. პოლიციის ნაწილებთან ერთად ხეობა დატოვა მშვიდობიანი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც მესტიის რაიონს შეაფარა თავი.უცხოური პრესის ცნობით ოკუპაციის შემდეგ ხეობის 2.500 მაცხოვრებლიდან იქ მხოლოდ 15-მდე მოხუცი დარჩა.
 
სეპარატისტებმა გაანადგურეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების რეზიდენცია და ყველა სახელმწიფო სტრუქტურა,დაწვეს და დაარბიეს უამრავი შენობა.არაოფიციალური ინფორმაციით ხეობაში სეპარატისტებთან ერთად იმყოფებოდა ემზარ კვიციანი. ხეობის დაკავების შემდეგ,სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს ხელში.
 
ამრიგად, აფხაზეთის ოკუპაციიდან 15 წლის შემდეგ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ავტონომიის ერთადერთი კონტროლირებადი ნაწილი კოდორის ხეობა სეპარატისტთა ხელში გადავიდა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოდორის_ხეობა“-დან