დ’ესტე (დინასტია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15:
დინასტიის პირდაპირი შტო [[1597]] წელს [[ალფონსო II დ’ესტე|ალფონსო II დ’ესტეს]] გარდაცვალებით დასრულდა. ფერარა [[1598]] წელს პაპმა [[კლიმენტი VIII]]-ემ პაპის ოლქს შეუერთა, ხოლო დანარჩენი მიწები ესტეს დინასტიის გვერდით შტოს გადაეცა. [[1796]] წელს მოდენისა და რეჯოს საჰერცოგოები საფრანგეთის რევოლუციური არმიის წყალობით “ციზპადანურ რესპუბლოკად” გამოცხადდა, რომელიც, მომდევნო [[1797]] წელს [[ციზალპური რესპუბლიკა|ციზლაპური რესპუბლიკის]] შემადგენლობაში შევიდა. საზღაოდ ჰერცოგთა ოჯახს [[1801]] წელს [[ბრაისგაუ]] და ორტენაუ გადაეცა.
 
[[1803]] წელს გარდაიცვალა ბოლო ჰერცოგი [[დ'ესტე, ერკოლე III|ერკოლე III დ’ესტე]]. მისმა ქალიშვილმა [[დ'ესტე, მარია ბეატრიჩე II|მარია ბეატრიჩე II დ’ესტემ]] მემკვიდრეობა [[ჰაბსბურგი (დინასტია)|ჰაბსბურგებს]] გადასცა და სათავე დაუდო ესტეს დინასტიის ავსტრიულ შტოს.
 
[[1805]] წელს ბრაისგაუ და ორტენაუ [[ბადენი|ბადენის]] კურფიურსტის ხელში გადავიდა. [[ვენის კონგრესი|ვენის კონგრესის]] შემდეგ მოდენა ესტეებს დაუბრუნდა, თუმც ეს სამფლობელო მათ საბოლოოდ დაკარგეს [[1859]]-[[1860]] წლებში [[რისორჯიმენტო|რისორჯიმენტოსა]] და [[იტალია|იტალიის]] სამეფოს დაარსების შედეგად. ჰერცოგის ტიტული შემდგომში მემკვიდრეობით მიიღო ერცჰერცოგმა [[ფრანც ფერდინად ავსტრიელი (ერცჰერცოგი)|ფრანც ფერდინანდმა]].