რუსეთ-საქართველოს ომი (2008): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
[[სურათი:Su-25Ub.JPG|thumb|left|ქართული შეიარაღების სუ-25.]]
[[სურათი:Su-27 low pass.jpg|thumb|left|რუსული შეიარაღების სუ-27, რომლის მსგავსი მოიერიშეები რუსებმა ცხინვალის რეგიონის საჰაერო სივრცეზე კონტროლის აღსადგენად გამოიყენეს.]]
სააკაშვილის წინადადების შემდეგ თავდასხმები ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათს იღებს, საინფორმაციო წყაროების განცხადებით. სოფლი [[ავნევი]] თითქმის სრულიად განადგურდა, თამარაშენი და ფრისი დაიბომბა, ხოლო სანაკოევის ადმინისტრაციის შენობა — ქურთას პოლიციის სადგური, არტილერიის ქვეშ მოექცა. მშვიდობიანი მოსახლეობა სოფლებიდან გაიხიზნა.
 
ქართულმა მხარემ მამუკა ყურაშვილის მეთაურობით სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი ყურაშვილის განცხადებით რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება იყო. შედეგად, უფრო დიდი ნაწილი მოსახლეობის ოსური სოფლებიდან რუსეთში გაიხიზნა. ინტერფაქსზე დაყრდნობით ედუარდ კოკოითის განცხადებით მისი ძალები ქართველებს ცხინვალის მისადგომებთან ებრძოდნენ. დღის განმავლობაში, რუსულ მედიაზე დაყრდნობით, ქალაქში სულ მცირე 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 4:45 საათზე საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოაცხადა, რომ ცხინვალი თითქმის აღებული იყო და რომ ქართული ძალები რეგიონის ორ-მესამედს აკონტროლებდნენ. ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თაიმურაზ მამსუროვის განცხადებით, საქართველოს შეიარაღების რამდენიმე სუხოი სუ-25 თვითმფრინავი დაესხა თავს, როგორც თავად აღწერს, ვლადიკავკაზიდან წამოსულ ჰუმანიტარულ ტვირთს. თვით მამსუროვი, რომელიც ამ კონვოის მოყვებოდა, უვნებელი გადარჩა. მისივე განცხადებით, ასობით შეიარაღებული მოხალისე დაიძრა ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის რეგიონში. აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფშის განცხადებით, მოხალისეები აფხაზეთიდანაც გაემართნენ სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად.